დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სასწაული: 8 წლის გოგონა ხელის შეხებით სიმსივნეს, შიდსს და სხვა დაავადებებსაც კურნავს
2014/04/03 14:36:46

ბრაზილიაში მცხოვრები 8 წლის გოგონას, ალან სანტოსის სანახავად ხალხის ნაკადი არ წყდება. ის ავადმყოფებს კურნავს.



ადგილობრივების თქმით, პატარა გოგონა ნამდვილ სასწაულებს ახდენს და ისეთ სნეულებებსაც კი კურნავს, როგორიც არის იმუნოდეფიციტის ვირუსი და სიმსივნე. სანტოსი მამასთან ერთად ფაველაში მდებარე ეკლესიაში მოღვაწეობს. როგორც მამამისი, პასტორი ადაუტო სანტოსი ამბობს, როგორც კი ბავშვი ავადმყოფს ხელით ეხება, პაციენტი მიწაზე უგონოდ ეცემა და შოკში ვარდება. კვირაში ორჯერ ნებისმიერ ადგილობრივს შეუძლია, მივიდეს ეკლესიაში და ჰქონდეს იმედი, რომ განიკურნება. 



ალანი 2 წელია ხალხს ეხმარება. როდესაც გაიზრდება, ექიმობას აპირებს. "მე ვლოცულობ, ღმერთი კი სასწაულებს ჩადის", - ამბობს გოგონა.

 

ალანის მამას ვებსაიტიც აქვს, სადაც პოსტერებსა და DVD-ის ყიდის. ამასთან, ნებისმიერს შეუძლია, გოგონას სკაიპით შეეხმიანოს. გოგონას მამა ყველას მოუწოდებს, გააცნობიერონ, რომ "ალანი ჩვეულებრივი გოგონაა. ხალხს იესო ქრისტე კურნავს - ბავშვი მხოლოდ ინსტრუმენტია".



მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

 


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/mozaika/100516-8-tslis-gogona-romelic-simsivnes-shidss-da-skhva-avadmyofobebs-kurnavs.html#ixzz2xondzSj6

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3271
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია