დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში „მუჰაჯირობა“ გაიხსენეს
2015/05/22 12:01:34

„მუჰაჯორობა“ - ასე ერქვა თბილისში, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გამართულ ღონისძიებას, რომელიც ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის, ასოციაცია „მშვიდობა და განათლება“-ს, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს პოლიტიკური კონფლიქტებისა და მშვიდობის ინსტიტუტის ეგიდით გაიმართა.

 

გამოფენა იყო გახსენება იმ ისტორიისა, რომელმაც დიდი ტკივილი მიაყენა ქართველ და აფხაზ ხალხებსაც, კავკასიის სხვა ხალხებთან ერთად.

 

- დღევანდელი ღონისძიება ქართველი და აფხაზი ხალხის ტკივილის გახსენებას და გაზიარებას ემსახურება. ჩვენ გვინდა, შევეხმიანოთ აფხაზეთში იმ აფხაზებს, რომლებიც დღევანდელ დღეს აღნიშნავენ. ჩვენ ყოველთვის ერთად ვიყავით და ვიქნებით ჭირსა და ლხინში და დღესაც ერთად უნდა ვიყოთ! - აღნიშნა ბელა კოპალიანმა, ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის პირველმა მოადგილემ.

 

დარბაზში „მუჰაჯირობის“ პერიოდში დაღუპული ადამიანების ხსოვნას წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი.

 

დარბაზში გამოფენილი იყო პეტრე გრუზინსკის ნახატები და შემონახული და აღდგენილი საოჯახო ფოტომასალა. დასასრულს, ფოლკლორული ქართულ-აფხაზური საღამო მოეწყო.

 

ორგანიზატორების თქმით, გამოფენა საქართველოს სხვა ქალაქებშიც გაიმართება.

 

მანანა ლეშკაშელი

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2327
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია