დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის მეოთხე წლიური კონფერენცია-გამოფენა
2015/05/18 16:00:08

2015 წლის 16 მაისს სამოქალაქო განათლების პროგრამის მომავლის თაობა ფარგლებში, სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის მეოთხე წლიური კონფერენცია-გამოფენა გაიმართა. 


საქართველოს ყველა რეგიონის 400 სამოქალაქო განათლების პედაგოგს აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კავკასიის მისიის დირექტორი, -ნი სტივენ ჰეიკინი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, -ნი თამარ სანიკიძე და სამოქალაქო განათლების პროგრამის დირექტორი, -ნი მარინა უშვერიძე მიესალმნენ. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, -ნი ლია გიგაური, პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგნელები და სხვა დაინტერესებული პირები. 


ფორუმის მონაწილეები სამოქალაქო განათლების სფეროში სიახლეებსა და ინოვაციებს გაეცვნენ. მათ ასევე, მიიღეს ინფორმაცია მასწავლებელთა საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის შესახებ. 

 


კონფერენციის დასასრულს სამოქალაქო განათლების წლის საუკეთესო პედაგოგთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა. წლის საუკეთესო პედაგოგის ჯილდო იმერეთის რეგიონში წყალტუბოს №1 საჯარო სკოლის პედაგოგს ფიქრია გიორხელიძეს გადაეცა, სამოქალაქო კლუბის საუკეთესო მეურვის ტიტული იმერეთში კი ქუთაისის №7 საჯარო სკოლის პედაგოგმა ზაირა ტყაბლაძემ მიიღო

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2207
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია