დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ალოობა დედოფლისწყაროში
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2015/06/30 15:06:57

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი დედოფლისწყაროში, შირაქის ველზე ხორბლის მოსავლის აღების პროცესს დაესწრნენ.  

  

წელს საქართველოში ხორბლისა და ქერის რეკორდული მოსავალია, რასაც, ხელი კლიმატურ პირობებთან ერთად, სწორად შერჩეული სათესლე მასალისა და თანამედროვე ტექნოლოგიები გამოყენებამ შეუწყო.


კახეთის რეგიონში ხორბლის ნათესი ფართობი 35 ათას ჰექტრამდეა.  წინასწარი მონაცემებით, წელს 118 404 ტონა ხორბალს ელოდებია.


ჯამში წელს საქართველოში ხორბლის მოსავალი  166 ათას ტონაზე მეტი იქნება.


შირაქისა და ტარიბანის ველებზე ქერის საშუალო მოსავლიანობა 1 ჰექტარზე 4-დან 7 ტონამდე მერყეობს. ფერმერთა განცხადებით, წელს 1  ჰექტარზე 7 ტონა და 400 კილოგრამი ქერი მოიმკა.


მინისტრის განცხადებით, სამინისტრო აქტიურად მუშაობს მარცვლეული კულტურების წარმოების ხელშეწყობის მიმართულებით, რათა მომავალი წლი კიდევ უფრო უხვმოსავლიანი იყოს.


სამინისტროს მხარადჭერით მარცვლეული კულტურების ჯიშთა გამოცდის პროექტი ხორციელდება, რაც ქვეყანაში  დარაიონებული და გამოცდილი ჯიშების გავრცელებას უზრუნველყოფს. შირაქის ველზე, 17 ჰექტარზე ფერმერ გიორგი თეთრაშვილს   ახალი გერმანული ჯიშის ხორბალი ჰქონდა დათესილი. ფერმერმა წელს ჰექტარზე 5 ტონამდე მოსავალი აიღო, რაც წინა წელთან შედარებით თითქმის სამჯერ მეტია.


ალოობაზე სოფლის მეურნობის სამინისტროს შპს მექნიზატორის 30 ერთეულამდე კომბაინი მუშაობს. „მექანიზატორის“ თანამედროვე და მაღალი ხარისხის ტექნიკა მოსავლის უდანაკარგოდ აღებას უზრუნველყობს.


 

სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად შირაქის ველზე მინისტრის მოადგილეები იური ნოზაძე და დავით გალეგაშვილი  და შპს „მექანიზატორის“ გენერალური დირექტორი ზვიად ჩხაიძე იმყოფებოდნენ.

 


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 14793
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია