დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში თეიმურაზ აფხაზავას 60 წლის იუბილე აღინიშნა
2015/04/21 18:29:32

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის, თეიმურაზ აფხაზავას, 60 წლის იუბილე ქუთაისში სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნა.


დღეს თეიმურაზ აფხაზავას, ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ უმასპინძლა. შეხვედრას საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი და ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენები დაესწრნენ. 


თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ქალაქის ოლიმპიურ ბაღში გადაინაცვლეს, სადაც მოჭიდავის ვარსკვლავია გახსნილი. სპორტის მუზეუმში თეიმურაზ აფხაზავას წიგნის პრეზენტაცია შედგა.


ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიული თეატრის სცენაზე დამსახურებული სპორტსმენის საიუბილეო საღამო მოეწყო.ქალაქის და მხარის პირველმა პირებმა იუბილარს სცენიდან მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2540
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია