დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისელები ხელისუფლებას სირიაში მცხოვრები ასურელი ქრისტიანებისათვის თავშესაფრის მიცემისაკენ მოუწოდებენ
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2015/04/19 22:12:01

ქუთაისში ასურელი ქრისტიანების მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციის მთავარი სლოგანი იყო: "შეწყდეს ასურელი ქრისტიანების დევნა".  ამავე დროს, ისინი ქვეყნის ხელისუფლებას სირიაში მცხოვრები ასურელი ქრისტიანებისათვის თავშესაფრის მიცემისაკენ მოუწოდებენ. 


აქცია სოციალური ქსელით დაიგეგმა და ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ ქუთაისის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებ, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, რიგითი ქუთაისელები და ქუთაისში მცხოვრები ასირიელები.


"სირიაში ქრისტიანი ასურელების უმოწყალო ხოცვა-ჟლეტა მიმდინარეობს. განსაკუთრებით ემოციურია, როდესაც ბავშვებს ხოცავენ. მოვუწოდებთ ქვეყნის ხელისუფლებას, თავშესაფარი მისცენ ამ ადამიანებს. ასევე, კონკურეტულ ოჯახებს ვთხოვთ იშვილონ ეს ბავშვები და ეს იქნება კეთილი ნაბიჯი, რადგან არავინ იცის, ხვალ ვის რა ელოდება," - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ,  ქეთი ბერძენიშვილმა. 


აქციაზე გავრცელდა ის ინფორმაციაც, რომ ქუტაისში დაახლოებით 50 ოჯახი თანახმაა
ასურელი ბავშვები იშვილოს.


 

ცენტრალურ მოედანიდან აქციის მონაწიელეებ ბაგრატის ტაძრისკენ ფეხით გაემართნენ.

 

ფოტო: მირიან ბერულავა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2502
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია