დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
"ადგილობრივი თვითმმართველობა ვერ ფუნქციონირებს"-ზაზა ხელაძე
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/10/21 14:27:29

იმერეთის რეგიონის ახალგაზრდულმა სამეცნიერო-საინფორმაციო ასოციაციამ „ასა“ დღეს ქუთაისელ ჟურნალისტებს სემინარი ჩაუტარა თემაზე: „მივიტანოთ თვითმმართველობის ახალი კოდექსი ქუთაისელებამდე".


სემინარი პროექტის „მივიტანოთ ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი კოდექსი ქუთაისელებამდე" ფარგლებში ჩატარდა, რომელსაც ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.


აღნიშნული პროექტის მიზანია, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესახებ საინფორმაციო კამპანიის მოწყობა, ხელშეწყობა მის მიტანაზე სამივე სექტორის წარმომადგენლებთან და მათ შორის საზოგადოების ყველაზე ინფორმირებულ კატეგორიასთან - ჟურნალისტებთანაც.


ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ზაზა ხელაძის თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობა ვერ ფუნქციონირებს ისე და ვერ ჯდება იმ სტანდარტებში,  რაც მას ევალება. მისი თქმით,  სწორედ ჟურნალისტი არის ის მთავარი ძალა, რომელიც მაქსიმალურად მიიტანს ხალხამდე ყველა ხარვეზს, რათა შემდგომში თავად მოსახლეობის მიერ იქნას მოთხოვნილი თვითმმართველობის ხარისხიანი მუშაობა.

 

„ჩვენ მიერ ჩატარებული სემინარების მიზანია, ჟურნალისტებს მივაწოდოთ თვითმმართველობის შესახებ მოპოვებული ოფიციალური მასალები (კოდექსი, პარლამენტის განხილვები, კოდექსის შესახებ ჩატარებულ სამუშაოთა შესახებ მცირე ინფორმაცია, კოდექსისა და ევროპული ქარტიის ოფიციალური ვერსიები). ადგილობრივი თვითმმართველობა არ არის დამოუკიდებელი, თვითმმართველობა საკუთარი ხალხის მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს და ცენტრალურ ხელისუფლებას არ უნდა ეკითხებოდეს ყველა დეტალს. ახალმა ხელისუფლებამ ვერ შექმნა სამოქმედო გეგმა, რითაც განვითარდებოდა ადგილობრივი საზოგადოება,"-განაცხადა  ზაზა ხელაძემ.


მისივე თქმით, დაგეგმილი აქვთ საზოგადოების სხვადასხვა ფენას გააცნონ ამომწურავი ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ.


„მათ უნდა იცოდნენ, რისი მოთხოვნა შეუძლიათ,"-განაცხადა ზაზა ხელაძემ.


პროექტს "მივიტანოთ ადგილობრივი თვითმმართველობის ახალი კოდექსი ქუთაისელებამდე" ახორციელებს იმერეთის რეგიონის ახალგაზრდული სამეცნიერო-საინფორმაციო ასოციაცია „ასა" ფრიდრიხ ებერტის ფონდთან პარტნიორობით.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2479
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია