დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ერთობლივი ღონისძიება №1 საჯარო სკოლაში
2015/03/05 17:41:15

2015 წლის 5 მარტს, ქუთაისის N1 საჯარო სკოლაში სტუმრად იმყოფებოდნენ კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მოსწავლეები, რომელთაც წარმოადგინეს პროექტი დავით სარაჯიშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე. მათ მომზადებული ჰქონდათ როგორც სლაიდ-შოუ, ასევე ლიტერატურული კომპოზიცია.


პრეზენტაცია გახლდათ ერთი ნაწილი კადეტთა ლიცეუმისა და ქუთაისის N1 საჯარო სკოლის საერთო პროექტისა, რომელიც ითვალისწინებს სახელოვანი მამულიშვილების შესახებ მასალების მოძიებასა და პრეზენტაციის მომზადებას.


პროექტი წარმოდგენილ იქნა ქუთაისის N1 საჯარო სკოლის მუზეუმში. დასასრულს გაიმართა დოკუმენტური ფილმის ჩვენება კლასიკური გიმნაზიის აღზრდილი მამულიშვილების შესახებ.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2562
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია