დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მუხრან მაჭავარიანის შემოქმედება მე-40 საჯარო სკოლაში
2015/04/28 14:33:02

სსიპ .ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში 10 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს პროექტი თემაზე: „ან გამოხატე ეპოქა შენი, ანდა წერაზე აიღე ხელი“, რომელიც მიეძღვნა მუხრან მაჭავარიანის შემოქმედებას. (ხელმძღვანელი - ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ინგა ხაჟომია).

მუხრან მაჭავარიანის შემოქმედება სამშობლოს სიყვარულითაა შთაგონებული, მისი შემოქმედებითი კრედოც, პირველ ყოვლისა, პატრიოტიზმზეა დაფუძნებული. პოეტი მთელი ცხოვრება ფხიზლად იდგა ქართული ისტორიის, კულტურისა და ენის სადარაჯოზე. ხვალინდელ დღეზე ფიქრი, ლირიკული გმირის მიერ ჩვენი თანამედროვეობის ხვალინდელი დღის პოზიციებიდან დანახვის სურვილი მნიშვნელოვან ადგილს იჭერს მუხრან მაჭავარიანის პოეზიაში.

მურმან ლებანიძე აღნიშნავს: „ამ ოცდაათი წლის წინათ .მაჭავარიანი მოგვევლინა მოულოდნელი, მანამდე ჩვენთვის უცნობი ერთი შეხედვით უჩვეულო ქართული ლექსით. იგი ანგრევდა ძველ რიტმულ კონსტრუქციებს, ქმნიდა ახალ ჰარმონიებს, აახლებდა დიდი ხნით მივიწყებულ ლექსს“. ამ შეფასებაში ზუსტადაა განსაზღვრული ის დამსახურება, რომელიც თავისი თაობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად მიუძღვის . მაჭავარიანს ეროვნული პოეტური ტრადიციების განმტკიცებისა და გადახალისების საქმეში.

 

პროექტს ესწრებოდნენ სკოლის დირექტორი ქალბატონი ლია კუხიანიძე, დირექტორის მოადგილე სასწავლო აღმზრდელობით დარგში ქალბატონი ია ჩინჩალაძე, მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები.

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2677
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია