დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თბილისში, ქუთაისსა და ბორჯომში მენაშენეებისაგან შესყიდული ბინები დევნილებს გადაეცემათ
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2015/03/04 15:27:20

დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა, მინისტრის მოადგილემ მამუკა ცოტნიაშვილმა, იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და გუბერნატორის მოადგილემ კოტე ლომიძემ ქუთაისში მენაშენეებისაგან შესყიდული ობიექტები მოინახულეს. მენაშენეები კონკურსის წესით შეირჩნენ.

 

გამარჯვებული მენაშენეებისაგან თბილისში შესყიდული იქნება 210-მდე, ქუთაისში _ 53  და ბორჯომში _   33-მდე  ბინა.


სამინისტრომ კონკურსში გამარჯვებული კომპანია შპს  ,,აღმაშენებელიქუთაისი-სგან   ქუთაისში, ერისთავისქ. N7-ში, შმიდტის I შესახვევსა  დააღმაშენებელის N81-შიმდებარეობიექტებში ჯამში53 ბინა  შეისყიდა.


 „მენაშენეებისაგან ბინების შესყიდვა არ არის ერთჯერადი და ეს პროცესი გრძელდება. მნიშვნელოვანია, რომ სამინისტრო შეისყიდის არა მთლიანად კორპუსს, არამედ  ბინების გარკვეულრაოდენობას, რაც ხელს უწყობს დევნილთა ინტეგრაციის პროცესს. შესყიდული საცხოვრებელი ფართების განაწილება, დევნილთა გრძელვადიანი კრიტერიუმების შესაბამისად მოხდება“, _ აღნიშნა მინისტრმა.


მენაშენეებისაგან ბინების გამოსყიდვის პარალელურად, ქუთაისში, დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით,  35  თექვსმეტსართულიანი კორპუსის მშენებლობა იწყება, სადაც საცხოვრებელ ფართს 2000-მდე  ოჯახი მიიღებს.  პირველ ეტაპზე,   შერვაშიძის ქ. N53-ში,   2 თექვსმეტსართულიანი კორპუსი აშენდება, სადაც ჯამში 160 ბინა იქნება.


 

ქუთაისში ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი  ანკომისა და მუხნარის ჩასახლებაში ნგრევად ობიექტებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებსაც შეხვდა. მინისტრის განცხადებით, აღნიშნულ ოჯახებს მარტის დასაწყისში ქუთაისში ოცხელის ქუჩა N2-ში მდებარე შენობაში ბინები გადაეცემათ. ოცხელის ქუჩაზე, ყოფილი საავადმყოფოს შენობაში ბინას 109 დევნილი ოჯახი მიიღებს, ობიექტის რეაბილიტაცია USAID-ის დაფინანსებით განხორციელდა. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2265
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია