დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ტაბუახსნილი თემები
დათო ლიკლიკაძე: „ვფიქრობ, თინა მახარაძემ ის ხალხი ააღელვა, ვისაც სექსი საერთოდ არ აქვს!“ (ვიდეო)
ავტორი: მარიამ ხურციძე
2014/03/09 16:52:06

გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ გასული კვირის მთავარი გმირი ახალგაზრდა მსახიობი, თინა მახარაძე იყო. ვიდრე მთელი მსოფლიო უკრაინის და რუსეთის სამხედრო კონფლიქტის გამო შფოთავდა, საქართველოს ინტერნეტსივრცე სწორედ თინას მიერ გავრცელებულ „ორალური სექსის“ გაკვეთილებს განიხილავდა და მისი გაკიცხვით იყო დაკავებული.

 

და მაინც, რით დაიმსახურა 24 წლის ახალგაზრდა მსახიობმა „ასეთი პატივი“?


თუ ვინმე დარა სქართველოში ისეთი, რომ ამის მიზეზი არ იცის, გაცნობებთ, რომ თინა მახარაძემ ჯერ იყო და „მძიმე კაცთან“ ინტერვიუში თქვა, რომ „ორალური სექსი მოსული პონტია“, ხოლო შემდეგ, მაია ასათიანის „პროფილში“ ბოზობის თემას შეეხო და განაცხადა:“ მე არ მესმის, რას ნიშნავს მსუბუქი ან მძიმე ყოფაქცევა და არ მესმის ასეთი დეფინიცია – ბოზი, იმ გაგებით, რა გაგებითაც ჩვენს სოციუმშია დამკვიდრებული.... თუ ადამიანები ფიქრობენ, რომ ქალი, რომელიც მოქმედებს თავისი სურვილის და კეთილი ნების გათვალისწინებით, ის არის ბოზი, მაშინ მე ამაყი ვარ, რომ მეც ვარ ბოზი. 

 

მე ვიქცევი ისე, როგორც მე მინდა, თუმცა ჩემთვის ზღვარი თავისუფლებასა და ამორალურობას შორის გადის იქ, სადაც ირღვევა სხვისი პირადი სივრცე. შესაბამისად, მე ჩემი საქციელით არ უნდა შეურაცხვყო არავინ, არც მორალურად და არც ფიზიკურად. ჩემი ქმედება არ უნდა არღვევდეს სხვის კეთილ ნებას. ანუ ჩვენი კეთილი ნების გადაკვეთა არ უნდა ხდებოდეს."


მე დამაინტერესა, რას ფიქრობენ ქუთაისელი ახალგაზრდები თინა მახარაძის  გამონათქვამებისა და მის შესახებ ატეხილი აჟიოტაჟის შესახებ. ამიტომ ინტერვიუები ავიღე აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტების, ლექტორებისა და  და სხვა პროფესიის ადამიანებიდან.

აქვე აღვნიშნავ, რომ ,სამწუხაროდ, ჩემი რესპონდენტების უმრავლესობამ  ვერ გაბედა საკუთარი გვარ–სახელის ხმამაღლა დასახელება.


მცირე გამოკითხვის ანალიზმა მიჩვენა,რომ ხალხის აზრი თინა მახარაძის ინტერვიუსთან დაკავშირებით, სამად იყოფა: ერთნი მას ერის გამყვრნელად იხსენიებენ, მეორენი–საღად მოაზროვნედ, მესამენი კი ოქროს შუალედს იკავებენ, ანუ მოსწონთ მისი მსჯელობა,თუმცა ბევრ რამეში არ ეთანხმებიან.

 

 

 ზაალ კუხიანიძე, პოლიტოლოგი:

  "ამ გადაცემას ხშირად ვუყურებ. რა თქმა უნდა, თინას სტუმრობასაც ვუყურე,მაგრამ მეორედ ვნახე სპეციალურად მაშინ, როდესაც აჟიოტაჟი ატყდა და ვიფიქრე, რომ რაღაც გამომრ. რა თქმა უნდა, არაფერი გამომრჩენია და არც არაფერზე გამიმახვილებია ყურადღება. ადამიანს კითხვა დაუსვეს და საკუთარი აზრი გასცა პასუხად, რაა ამაში საგანგაშო და ამაზე რომ განგაში ატყდება, ეს ნიშნავს იმას, რომ ხალხში განათლების დონე ნულია. ჩვენ ვართ ჭორიკანა ერი,  ვინტერესდებით მხოლოდ სხვისი ცხოვრებით. აი, სწორედ ამან გამოიწვია აჟიოტაჟი ბრბოში. ნებისმიერ ევროპულ სახელმწიფოში რომ ჩახვიდე, ვერსად ვერ ნახავ ადამიანებს, სადაც სხვის ხოვრებაზე ლაპარაკობდნენ. ძალიან ბნელა საქართველოში"

 



დავით ლიკლიკაძე, ჟურნალისტი:

„მე ვფიქრობ, რომ ეს იყო ჩვეულებრივი ამბავი. როცა მოვისმინე, არაფერი გამკვირვებია, რადგან იგივე რამ მეც ხშირად მითქვამს. რა იყო აქ ასაღელვებელი, მართლა ვერ მივხვდი. ვფიქრობ, ის ხალხი აღელდა, ვისაც სექსი საერთოდ არ აქვს. ალიან გაუნათლებლები ვართ, აი ძალიან. ვერც თინას მამაცობაზე ვისაუბრებ. არ მგონია ამის თქმა მამაცობა იყოს, მაგრამ რაც შემდეგ მოვლენები განვითარდა, ფაქტია,რომ უმამაცია. მე ვთვლი, რომ იგივეს ყოველთვის ვამბობდი. სხვააშორის, ამის გამო ქუთაისში თავს არავინ მესხმის. გამიკვირდა თბილისელების ეს რეაქცია."

 

 



  საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტი:

 

"ეს ადამიანი ქართულ მენტალობას გასცდა და გათავისუფლდა იმ ჯაჭვისაგან,რომელიც აწუხებდა (ეს ჯაჭვი ნებისმიერ ქართველს აქვს,მენტალობის და ტრადიციების სახით,მაგრამ პირადად მე ,არ მაქვს მისი გაწყვეტის სურვილი და თავს ნაკლებგანვითარებულად არ მივიჩნევ),თან არის ნაკითხი, გარკვეულ საკითხებში მართლა კომპეტენტურია და თავისუფლად შეიძლება, დავეთანხმო,თუმცა ის ფაქტი,რომ ამბობს :"მე კაი ტიპი ვარ,ჩემნაირები მხოლოდ 2%-ია და არაფერი გვეშველება",ზედმეტად არარეალურად და უზნეოდ ისმის. ბევრ პრობლემას შეეხო და "არც ისე ცუდი შთაბეჭდილება არ დაუტოვებია ჩემზე,ზოგადად,მაგრამ მე მიხარია,რომ ზუსტად მისნაირად არ ვაზროვნებ."

 

 

არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტი:


„რთულია დაამატო რაიმე სხვა როდესაც ყველაფერი ნათქვამია. ძალიან მომეწონა თინა მახარაძის ინტერვიუ, რადგან სრულიად იდენტური აზრიი მაქვს ამ ყველაფერთად დაკავშირებით....ეს ეგრეა. ყველაფერი კი, ალბათ იმის ბრალია, რომ ჩვენი ცხოვრება არ გაგვაჩნია და დღემდე ვერ მივედით იმ დასკვნამდე, ქართველი ერი მარტო წარსულს კი არ უნდა მისტიროდეს,  მომავალს უნდა ვუყუროთ.. მათ აქვთ თავისუფალი აზრის გამოთქმის უფლება მაგრამ,მგონია, არ იციან  მისი მნიშვნელობა. ეს ჩაკეტილობა ხდისს ამ ხალხს აგრესიულსს ... და პირადად ჩემთვის მათი ქმედება სრულიად მიუღებელია..."

 

 

სამართლის ფაკულტეტის  სტუდენტი

  "მოკლედ,არაერთგვაროვანი შთაბეჭდილება შემექმნა. კარგია,რომ ასე თავისუფალია და მომწონს მისი ლაპარაკი "ბოზებთან" დაკავშირებით, მაგრამ რელიგიასთან  დაკავშირებით ცოტა ზედმეტი მოუვიდა. ჩემი ღმერთი კაი ტიპია ან საერთოდ ტიპი რა არის, შეურაცხმყოფელი იყო ეს სიტყვები.კარგია , რომ ხარ თავისუფალი და განათლებული, მაგრამ ზოგჯერ საზოგადოების აზრს უნდა აყვე,რადგან შენ ამ საზოგადოების შემადგენელი ნაწილი ხარ.
კარგად გაიპიარა თავი."

 


გეო–ტურიზმის
ფაკულტეტის სტუდენტი:
 
"განათლებული ადამიანია,რაც საშუალებას აძლევს, მისი აზრი მყარი არგუმენტებით გააჯეროს. არის რაღაც დეტალები, რაც უხეშად მომხვდა ყურში ინტერვიუს მსვლელობაში. ვეთანხმები,რომ ინტიმური ცხოვრება პირადია და არაა საჯარო, რომ მეზობელს არ უნდა დავეკითხოთ აზრი, უნდა ვაკეთოთ ისე, როგორც ჩვენ გვსურს, რადგანაც ვართ უკვე შემდგარი ადამიანები.

 

სიუჟეტის დამთავრებამდე ვფიქრობდი, ალბათ, როგორ მოეწონა ახალგაზრდებს თინას მსჯელობა–თქო და როგორც კი კომენტარები წავიკითხე, იმედები გამიცრუვდა.


მართლა არმეგონა თუ საკუთარი აზრის გამოთქმის გამო ასეთი აჟიოტაჟი ატყდებოდა.ძალიან შემრცხვა გუშინ იმ კომენტარების წაკითხვა, მრცხვენია, რომ თავისუფლება ბოზობად ითვლება. არ შეიძლება, გვქონდეს ევროპელობის ამბიცია და თავისუფლებას გმობდე. ძნელად გავდივართ განვითარების ეტაპს. ჩვენ თავებზე დიდი წარმოდგენა გვაქვს ქართველებს და ამ დროს დღევანდელ მსოფლიოში არარაობები ვართ ჩვენი არსით. გამოდგებიან ეს უწიგნული ბიჭები, რომლებიც ქუჩაში დგანან, არ ერიდებიან არც უფროსს, არც უმცროსს, არც მანდილოსანს და საკუთარ დედას აყენებენ შეურაცხყოფას ყოველ სიტყვაში. ძალიან ცუდია, რომ ეს ეამაყებათ და თინასნაირ მოაზროვნეს იდიოტად მიიჩნევენ. არვთვლი, რომ თინა უნდა გვეამაყებოდეს, მაგრამ იმის ნახევარს მაინც რომ ვაზროვნებდეთ დღევანდელი თაობა, ამდენი პრობლემა არ გვექნებოდა, არც სექსუალური და არც არასექსუალური განხრით."                    

 

 

 სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი:


„ასეთ ინტერვიუებზე რომ ვარდება ქართველი საზოგადოება და მეტი საქმე რომ არ აქვთ, ეს ინტერვიუ არჩიონ, იმიტომ გვაქვს კარგად საქმე. ამ გოგომ ნახევარი რაც ილაპარაკა,მართალი თქვა, ქართველი საზოგადოება კი არაა მზად ასეთი თამამი და ნორმალური ცხოვრებისთვის. აქ ისევ აზია და სიბნელეა, ჰოდა აკეთოს, რაც უხარია და შეეშვას ამათ ჭკუის დარიგებას და კრიტიკას. მე პირადად, არ მაინტერესებს და არც ვაპირებ ვაგინო, რომ მაგარი ტიპი გამოვჩნდე...  ჩემ აზრით, ღმერთზე ცოტა მოკრძალებულად უნდა ესაუბრა,იმიტომ,რომ ჩვეულებრივი ადამიანი არაა,რომ ტიპად მოიხსენიო, ღმერთია..დანარჩენს არ გავუღიზიანებივარ, მისი ცხოვრებაა და როგორც უნდა, ისე წარმართავს“–

 

ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი:
 

„ჩემი აზრით,იმდენად შებოჭილი და ჩარჩოებში ჩასმული ეჩვენებასაზოგადოება“,რომ ასეთი შეფასება მისთვის ნორმაა.ვფიქრობ,ამოვარდნილია ქართული აზროვნებიდან,ესაა მაგის პრობლემა და ლაპარაკის შედეგიც.ქართული აზროვნებააა მოყოლილი კომენტარები ანუ,ეგ ევროპული აზრებითაა გაჟღენთილი,მარტივად რომ ვთქვათ. მე არაფერი გამკვირვებიაა მაგის ლაპარაკში,არც მომწონებია და არც ვლანძღავ.ერთადერთი რაც მომეწონა ისაა,რომ პატარაობიდან კითხულობს.“

 

 

სამართლის  ფაკულტეტის  სტუდენტი:

„საკუთარ თავს გაუკეთა პოპულარიზაცია.სკანდალური და ასეთი უაზრო გამოხტომებით ცდილობს გახდეს ცნობილი და უნდა მის თაობაში დანერგოს ის რეჟიმი,სადაც ლიდერად თვითონ გამოჩნდება“–

   „ეს
გოგო არის ლიბერალური ადამიანი,ადამიანი რომელიც მარგალიტია დემოკრატიული სახელმწიფოსი, ანუ ასეთი ადამიანებია საჭირო საქართველოში, რათა გავხვდეთ დემოკრატიული და ლიბერალური“


ელექტრო საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტი:
  „ბევრ რამეში ვეთანხმები,რაც თქვა მართალია,მაგრამ ვერ ამბობს სწორად და აი, ისე ამბობს, რომ არ სიამოვნებს ხალხს. ისე, მასეთი თავისუფალი გოგო ნამდვილად სჯობს ისეთ პატიოსანს, ქმარს ნაცარს რომ შეაყრის თვალებში, კუზანოვის კლინიკიდან ახალი გამოსული რომ არის“  


სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი:
„თინა მახარაძე, ერთი შეხედვით საყვარელი გოგონა, რომელიც ცდილობს, მისი უაზრო ლაპარაკით ქართული მენტალიტეტი შელახოს... ეს ადამიანი არის საქართველოს სირცხვილი რადგან იმ დიდ ისტორიას, რომელსაც ქართველი ერი ატარებდა, ერთი ხელის მოსმით აქრობს და ქმნის იმ უაზრობას და სიბილწეს, რომელშიც თვითონ ცხოვრობს და სურს, რომ ახალგაზრდა თაობა ჩაითრიოს.“

 

 

 

 

უცხო  ენების  ფაკულტეტის სტუდენტი:

„განათლებული, ნიჭიერი, მიზანდასახული, თავის შესაძლებლობებში დარწმუნებული გოგოა და მომწონს. სულაც არ არის მოსაბეზრებელი. განვითარებადი ახალგაზრდაა თავისი იდეებიით, აზრებით, შეხედულებებით. სხვა ხალხისგან განსხვავებით, რომლებმაც არ იციან, რა მოსწონთ და რა–არა. იგი ამბობს, რაც სიამოვნებს და რასაც აპროტესტებს, ამიტომ არ მესმის, რატომ არ უნდა მომწონდეს. მითუმეტეს, ჩვენი ყველას სათქმელს ამბობს მეზობლებზე, ნათესავებზე, საზოგადოებრივ კომპლექსებზე. ხალხი არ არის მიჩვეული თავისუფალი პიროვნების შეხედულებების მოსმენას და გაზიარებას, ამიტომ არ სიამოვნებთ ის, რაც მათთვის უცხოა.აღიზიანებთ ის,რაც არც იციან, როგორია“                      

 

მართვისა და საზოგადოებრივი მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტი:
„მისი მჯელობა და მოსაზრებები დასაბუთებულია ლოგიკურად,ამიტომ მისაღებია.ჩემში არ იწვევს აგრესიას არანარიად,ხალხი საქართველოში რომ დაუნდობლად ეპყრობა ადამიანის პირად ცხოვრებასა და მოსაზრებებს, მემგონი, სიახლე არაა.“

 

სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი:
  „პროგრესულად მოაზროვნედ ვთვლი. უბრალოდ, ის ვერ გაითვალისწინა,რომ ჩვენ საზოგადოებას პირში მთქმელი და თავისუფლად მოაზროვნე აღიზიანებს, ქართველებს ვითომ პატიოსნება და ფასადები იზიდავს“.

 

სამართლის სტუდენტი

  „ერთი უბრალო გოგოა. მოდას აყოლილი, რომელსაც ერთგვარად გაუმართლა ცხოვრებაში და შეეცადა «დაემსხვრია» სტერეოტიპები. სტერეტიპები, მისნაირების აზრით, თორე ისე, მაგ სტერეოტიპებს ქათველები ტრადიციებს და ღირსებას ვეძახით.

 

 

გერმანული ენის პედაგოგი:
  „
ამ გოგონას სურვილია საკუთარი თავის წამოწევა და დაპიარება....მე არ მაქვს ამ გოგოზე დადებითი შეხედულება...ქართველ ხალხს აქვს უზარმაზარი ტრადიცია, რის დამსხვრევასაც  მასა არ გაპატიებს. სახალხოდ ამ თემაზე არ შეიძლება აფიშირბა. ხალხის აგრესია არ მიკვირს, რადგან ყველა საკუთარ თავზე, საკუთარ შვილზე ფიქრობს და ძალიანაც არ მოსწონთ, როცა მათი შვილები მსგავს თემებზე ლაპარაკს უსმენენ... ახალგაზრდებს ასე ჰგონიათ, რომ სექსი არის ყველაფერი. არაფერი წმინდა აღარ არსებობს... ყველაფერი გააუფერულეს»

 

 

 

 

 


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6855
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია