დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ექსპერტების საგანგებო მიმართვა
2009/07/01 10:02:54

საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით „საზოგადოებრივი ექსპერტიზის დარბაზმა“, „მედია-ეფექტურობის დარბაზთან“ ერთად, შეხვედრა გამართა პოლიტოლოგებთან, სამართლისა და მედია-ექსპერტებთან, არასამთავრობო სექტორის, ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრისა და საზოგადოების წარმომადგენლებთან. შეხვედრას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მინდია უგრეხელიძე ესწრებოდა, რომელმაც აზრის გამოხატვის თავისუფლების შესახებ ისაუბრა.

„საზოგადოებრივი ექსპერტიზის დარბაზმა“ საგანგებო განცხადება გააკეთა „ვარდების რევოლუციის“ შემდგომ საქართველოში დამკვიდრებულ ტენდენციურ სახელისუფლო ძალადობაზე, განუკითხაობასა და უსამართლობის დაკანონებაზე. ექსპერტები თვლიან, რომ სწორედ ამ გარემოებამ განაპირობა ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების პოზიციათა უკიდურესი პოლარიზება და სახალხო საპროტესტო მოძრაობის დაწყება. მოლოდინი, რომ ხელისუფლება ადეკვატური იქნებოდა ხალხის პროტესტის ძირითადი მიზეზისადმი, სამწუხაროდ, ამაო აღმოჩნდა. ამ ფონზე კი დაუსრულებლად ირღვევა სამართლიანობის ბალანსი.

საქმე გვაქვს უკიდურესად საშიშ ტენდენციასთან, რასაც დემოკრატიასთან შეუთავსებელი  დაპირისპირებისკენ მივყავართ. ეს გარემოება, თავის მხრივ, ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისს დღითიდღე ამწვავებს. ვაცხადებთ, რომ ვგმობთ ნებისმიერი სახის ძალადობას, განურჩევლად იმისა, თუ ვინ არის მისი პირველწყარო! მოვითხოვთ, სასწრაფოდ იქნას გამოძიებული ძალადობის თითოეული ფაქტი, ხოლო ძიების პროცესში - მკაცრად დაცული ზნეობისა და სამართლის უზენაესი პრინციპი - სამართლიანობა! წინააღმდეგ შემთხვევაში, ხალხი სავსებით უფლებამოსილია, სრული პასუხისმგებლობა დააკისროს ხელისუფლებას ნებისმიერი ძალადობისა თუ პროვოკაციის გამო!“ - წერია საგანგებო მიმართვაში. მიმართვას 40-მდე ექსპერტი, პოლიტიკოსი და საზოგადოების წარმომადგენელი აწერს ხელს, მათ შორის: მინდია უგრეხელიძე, ნანა დევდარიანი, ირაკლი ბათიაშვილი, ლალი მოროშკინა, სოსო ცისკარიშვილი, გია ხუხაშვილი, დემურ გიორხელიძე.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1733
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია