დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
18 ჭიათურელი თვითლიკვიდაციას აპირებს, ხელისუფლება კი დუმს...
2009/11/23 14:19:03

ჭი­­თუ­რის მო­სახლეობის ნა­წილ­მა, პრე­ზი­დენტ მიხეილ სა­­კაშ­ვილ­თან შეხვედ­რის მოთხოვ­ნით, თბილის­ში, გა­­როს ოფი­სის წინ, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია გა­მარ­თა. ეს ადა­მი­­ნები ე.წ. რეგ­რე­სის პენ­სი­­ნე­რები არი­ან, რომ­ლებმაც სხეუ­ლის სხვა­დასხვა სახის და­ზი­­ნებები ჭი­­თუ­რის მან­გა­ნუ­მის მა­ღა­როებში მუ­შაობის დროს მი­­ღეს. მათ ის და­ზა­რა­ლებულებიც შე­­ერ­თდნენ, ვი­საც მა­ღა­როს მშე­ნებლობის დროს სახლები და­უნ­გრი­ეს. ისი­ნი, სა­ნაც­ვლოდ, „ჭი­­თურ­მან­გა­ნუ­მის“ მფლობელის­გან ფუ­ლად კომ­პენ­სა­ცი­ას ითხოვენ. ეს ადა­მი­­ნები პრო­ტესტს უკ­ვე ერ­თი წე­ლია, რაც გა­მოთ­ქვამ­დნენ და ზუს­ტად ამ­დე­ნი­ვე ხნის წინ მათ ჭი­­თუ­რის ცენ­ტრში კარ­ვები გა­შა­ლეს. მიუხედა­ვად ამი­სა, რო­გორც ისი­ნი ამბობენ, ად­გი­ლობრი­ვი ხელი­სუფ­ლების წარ­მო­მად­გენ­ლებს მათ­თვის ყურად­ღება არ მი­უქ­ცე­ვი­ათ.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ 18-მა ჭი­ა­თუ­რელ­მა, რო­მე­ლიც პრო­ტესტს ერ­თი წლის მან­ძილ­ზე გა­მოხატავ­და, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტ მიხეილ სა­ა­კაშ­ვილ­თან და პრე­მი­ერ-მი­ნისტრ ნი­კა გი­ლა­ურ­თან შეხვედ­რა მო­ითხოვა. მათ ულ­ტი­მა­ტუ­მის ვა­დად 72 სა­ა­თი და­ა­სახელეს, წი­ნა­აღ­მდეგ შემთხვე­ვა­ში აქ­ცი­ის 15 მო­ნა­წი­ლე თვით­ლიკ­ვი­და­ცი­ით და­ი­მუქ­რა. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლეები აცხადებენ: „ხელი­სუფ­ლებას ჭი­ა­თუ­რა სა­კუ­თა­რი ინ­ტე­რე­სების გან­სახორ­ცი­ე­ლებლად სჭირ­დება და იყენებს კი­დეც, ხოლო ად­გი­ლობრი­ვი მო­სახლეობის პრობლე­მებით არ ინ­ტე­რეს­დებიან.“

რო­გორც აქ­ცი­ის ერთ-ერ­თმა მო­ნა­წი­ლემ და „ჭი­ა­თურ­მან­გა­ნუ­მის“ კრე­დი­ტორ­მა ას­მათ ქურ­ცა­ძემ სა­ა­გენ­ტო „პი­რელს“ გა­ნუცხადა: „უკ­ვე 380 დღეა, „ჭი­ა­თურ­მან­გა­ნუ­მის“ ოთხი კრე­დი­ტო­რი და მა­ღა­რო­ში მუ­შაობის დროს და­ინ­ვა­ლი­დებული 14 ადა­მი­ა­ნი ჭი­ა­თუ­რა­ში აქ­ცი­ას მარ­თავს, მაგ­რამ ხელი­სუფ­ლება ყურად­ღებას არ აქ­ცევს. აგ­ვიხსნას პრე­ზი­დენ­ტმა, რა­ტომ გა­აქ­რეს სა­ქარ­თვე­ლოს რუ­კი­დან ჭი­ა­თუ­რა, სა­დაც დღემ­დე მხოლოდ მი­ლი­ო­ნე­რები კი­დევ მდიდ­რდებიან! ად­გი­ლობრივ მო­სახლეობას კი, რომ­ლებიც მა­ღა­რო­ში მუ­შაობდნენ და ფი­ზი­კუ­რად უამ­რა­ვი და­ზი­ა­ნებები აქვთ მუ­შაობის დროს მი­ღებული, კომ­პენ­სა­ცი­ა­საც არ აძ­ლე­ვენ.“

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლეები თბილის­ში, გა­ე­როს შე­ნობის წინ, პრე­ზი­დენ­ტის­თვის მი­ცე­მულ ულ­ტი­მა­ტუ­მის ვა­დის ამო­წურ­ვამ­დე დარ­ჩებიან.

„P.S.“ შე­ე­ცა­და „ჭი­ა­თურ­მან­გა­ნუ­მის“ ხელ­მძღვა­ნე­ლობას­თან და­კავ­ში­რებას, რა­თა კონ­კრე­ტუ­ლი პა­სუხი მიგ­ვე­ღო, ეკუთ­ვნით თუ არა ფუ­ლა­დი კომ­პენ­სა­ცია ე.წ. რეგ­რე­სის პენ­სი­ო­ნე­რებს და თუ ეკუთ­ვნით, რა­ტომ არ აძ­ლე­ვენ. სამ­წუხაროდ, მათ­თან და­კავ­ში­რება ვერ შევ­ძე­ლით. რო­გორც ჭი­ა­თუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გებელ­მა თენ­გიზ მოც­რა­ძემ სა­ტე­ლე­ფო­ნო საუბარ­ში აღ­ნიშ­ნა: „რო­დე­საც „ჭი­ა­თურ­მან­გა­ნუმ­მა“ გა­კოტ­რების რეჟიმ­ში მუ­შაობა გა­მო­აცხადა, ამ ადა­მი­ა­ნებთან ფუ­ლად კომ­პენ­სა­ცი­ა­ზე ხელ­შეკ­რუ­ლებები გა­ა­ფორ­მა. 95%-მა ამ ხელ­შეკ­რუ­ლებებს ხელი მო­ა­წე­რა და თანხაც მი­ი­ღო. თუმ­ცა, რო­გორც ახლა ამბობენ, კომ­პენ­სა­ცი­ის თანხა ნაკ­ლები იყო. ამის შემ­დეგ „ჭი­ა­თურ­მან­გა­ნუ­მის“ ხელ­მძღვა­ნე­ლობამ აქ­ტი­ვები და პა­სი­ვები და­ით­ვა­ლა.

თუმ­ცა გეტყვით, რომ მა­ღა­როს მშე­ნებლობის დროს ზო­გი­ერ­თი სახლი 60000 დო­ლა­რად და მე­ტად შე­ა­ფა­სეს იმ პე­რი­ოდ­ში, რო­ცა ამ ფა­სად თბილის­ში, ვა­კე­ში, ბინას ყიდუ­ლობდი. მაგ­რამ ეს გა­მო­იწ­ვია იმან, რომ მო­სახლეობა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ გა­რი­გებას აწარ­მოებდა „ჭი­ა­თურ­მან­გა­ნუ­მის“ წარ­მო­მად­გენ­ლებთან. რაც შეეხება რეგ­რე­სის პენ­სი­ო­ნე­რებს, 2007 წელს პრე­ზი­დენ­ტის სა­რე­ზერ­ვო ფონ­დი­დან გა­მოიყო თანხა, რომ­ლი­თაც 1985 წლი­დან 2007 წლამ­დე არ­სებული და­ვა­ლი­ა­ნება სრუ­ლი­ად მის­ცეს. რაც შეეხება ჭი­ა­თუ­რის ცენ­ტრში უკ­ვე ერ­თი წე­ლია გაშ­ლილ კარ­ვებს, ამ ფაქ­ტის შე­სახებ სამხარეო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­მაც და ცენ­ტრა­ლურ­მა ხელი­სუფ­ლებამაც, ერ­თი წე­ლია, იცის.“

რეგ­რე­სის პენ­სი­ო­ნე­რები მი­ღებული კომ­პენ­სა­ცი­ით უკ­მაყოფი­ლო­ნი არი­ან და ისი­ნი მათ უფ­ლებების სა­კა­ნონ­მდებლო ჩარ­ჩო­ში მოქ­ცე­ვას ითხოვენ. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ სხვა პენ­სი­ო­ნე­რებისა­გან განსხვა­ვებით, მა­თი სა­პენ­სიო თანხა უნ­და გა­ი­ზარ­დოს, რაც პარ­ლა­მენ­ტის, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­სა და პარ­ლა­მენ­ტის შე­საბამი­სი კო­მი­ტე­ტის პრე­რო­გა­ტი­ვაა.

რაც შეეხება „ჭი­ა­თურ­მან­გა­ნუმს“, ის ამჯერად „ჯორჯიან მან­გა­ნუ­მის“ მფლობელობაშია. ეს უკა­ნას­კნე­ლი კი არც ად­გი­ლობრივ ხელი­სუფ­ლებას­თან და არც მო­სახლეობას­თან კონ­ტაქ­ტზე არ გა­მო­დის. სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებლობით, იგი ამ ვა­ლების ოფი­ცი­ა­ლუ­რი მემ­კვიდ­რეა, თუმ­ცა, რო­გორც ჭი­ა­თუ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გებელ­მა თენ­გიზ მოც­რა­ძემ აღ­ნიშ­ნა, ხელ­შეკ­რუ­ლება, რო­მე­ლიც „ჯორჯიან მან­გა­ნუმ­მა“ და­დო, რის შემ­დე­გაც იგი „ჭი­ა­თურ­მან­გა­ნუ­მის“ ოფი­ცი­ა­ლუ­რი მფლობელი გახდა, მის­თვი­საც მი­უწ­ვდო­მე­ლია.

ჭი­ა­თუ­რის მო­სახლეობის საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია თბილის­ში, გა­ე­როს ოფი­სის წინ, მა­ნამ არ შეწყდება, სა­ნამ პრე­ზი­დენ­ტი ან პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი არ შეხვდებიან და მა­თი პრობლე­მებით არ და­ინ­ტე­რეს­დებიან.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1643
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია