დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის გამწვანება იტალიელი ლანდშაპტის დიზაინერის რეკომენდაციით მოხდება
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/10/06 13:12:35

ქუთაისში ადგილობრივ ხელისუფლებას, იტალიელმა ლანშაფტ დიზაინერმა გამოცდილება გაუზიარა.


ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა, ტოსკანას დეკორატიული მებაღეობის საზოგადოების დირექტორს ალბერტო ჯიულტონს უმასპინძლეს. იტალიელი სტუმარი ლანშაფტის დიზაინერია. მან საკუთარი გამოცდილება ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს გაუზიარა. შოთა მურღულიამ ალბერტო ჯიულტონს ცენტრალური ბულვარი დაათვალიერებინა და მისგან, ის რეკომენდაციები მოისმინა, რომელიც ქუთაისის ეკტურიზმისთვის მიმზიდველი და საინტერესო იქნება.


,,ჩვენ საკმაოდ ბევრი ვისაუბრეთ, მივიღეთ რჩევები, დავსახეთ ურთიერთთანამშრომლობის გეგმები. ბოლო პერიოდში ქალაქი გამწვანების კუთხით მიტოვებული იყო, სამუშაოებს არაპროფესიონალები ასრულებდნენ,თუმცა ეს ასე არ უნდა იყოს, ჩვენ ვითანამშრომლებთ პროფესინალებან, მათ შორის უნივერსიტეტთან. აუცილებელია მოვუაროთ ჩვენს ქალაქს. ეს არის ერთ-ერთი კარგი საქმე, რაც შეიძლება გავაკეთოთ“-აღნიშნა შეხვედრის დროს შოთა მურღულიამ
.

 

http://www.psnews.ge/index.php?m=149&jur_id=369#

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2637
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია