დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ახალი მედიის ასოციაციის საგანგებო განცხადება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/06/09 21:24:24

ბოლო პერიოდში საჯარო მოხელეების მხრიდან გახშირდა ჟურნალისტების ღირსების შეურაცხმყოფელი და მუქარის შემცველი განცხადებები.

ტელეკომპანია 25–ე არხმა დღეს გაავრცელა აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრს მედეა ვასაძესა და ჟურნალისტ ჯაბა ანანიძეს შორის შემდგარი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი, რომელშიც დეპუტატი ჟურნალისტის პირად ცხოვრებასაც ეხება, ცდილობს მის დაშანტაჟებას და ემუქრება.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ტელეარხ 25-ის ეთერში ჯაბა ანანიძის მიერ მომზადებული საგამოძიებო ფილმი - „უმაღლესი კომფორტით“ გავიდა. ფილმი აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატების საბიუჯეტო ხარჯებსა და მათი საქმიანობის ეფექტიანობას ეხებოდა. აღნიშნული სატელეფონი საუბარიც ამის შემდეგ შედგა.

საჯარო მოხელეებმა ღირსების შეურაცხმყოფელი განცხადებები, რამდენიმე დღის წინ, კახეთის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორის გელა მთივლიშვილის მიმართაც გაავრცელეს.4 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტი საქართველოს პრემიერ – მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პირდაპირ ეთერში შეეპასუხა და სამინისტროებში დიდი რაოდენობით გაცემულპრემიებთან და ნეპოტიზმთან დაკავშირებით კითხვები დაუსვა.

იმავე დღეს, ორმა სახელმწიფო მოხელემ: ენერგეტიკის სამინისტროს ქვემდებარე სახელმწიფო შპს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო ჯღარკავამ, რომელიც პრემიერის ოჯახთან დაახლოებული პირია და კახეთის საოლქო პროკურორმა ტატო მარგებაძემ,სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ჟურნალისტის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი განცხადებები გაავრცელეს, რაც ჟურნალისტის და მედიაორგანიზაციის მიზანმიმართული დისკრედიტაციაა.

საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის მე–13 მუხლის თანახმად, საქართველოში საჯარო სამსახურის ძირითადი პრინციპებია: ადამიანის და მოქალაქის უფლებების, თავისუფლებების და ღირსების პატივისცემა;

ახალი მედიის ასოციაცია მოუწოდებს:

კოალიცია „ქართულ ოცნებას“- გამოხატონ საკუთარი პოზიცია და დააყენოს იმ პირთა პარტიული, თანამდებობრივი თუ სხვა შესაბამისი პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც პატივს არ სცემენ ადამიანისა და მოქალაქის უფლებებს, საჯაროდ აკეთებენ ღირსების შეურაცხმყოფელ, მუქარისშემცველ განცხადებებს და ჟურნალისტსა და მედიაორგანიზაციაზე ახორციელებენზეწოლას.

საქართველოს სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს, უფლებადაცვით არასამთავრობო ორგანიზაციებს - მეტი, თანაბარიდა თანმიმდევრული ყურადღება გამოიჩინონ ჟურნალისტებზე ზეწოლის დასაქმინობაში ხელშეშლის ფაქტებზე და მოახდინონ მყისიერი და ადეკვატური რეაგირება.

 

საქართველოს მთავარ პროკურატურას და აჭარის უმაღლეს საბჭოს - გამოხატონ ოფიციალური პოზიცია მათი წარმომადგენლების მიერ საჯარო სივრცეში ჟურნალისტების ღირსების შეურაცხყოფის ფაქტებთან და მათზე ზეწოლასთან დაკავშირებით. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2385
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია