ზესტაფონი-სამტრედიის ავტომაგისტრალზე დასაქმებულმა მუშებმა ორდღიანი გაფიცვის შემდეგ მუშაობა კვლავ განაახლეს. მხარეებს შორის შეხვედრა და შეთანხმების მიღწევა იმერეთის გუბერნატორისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობით მოხდა. შეხვედრაზე გაფიცული მუშების საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებმა საკუთარი მოთხოვნები წამოაყენეს, ხოლო „ტოდინი ტანეკას“ ადმინისტრაცია თავის მხრივ, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას დაპირდა.
იტალიურმა კომპანიამ ერთ კვირის ვადაში დასაქმებულები წყლით, კვებისა და სანიტარული პირობების დაცვისათვის საჭირო ინფრასტრუქტურით უნდა უზრუნველყოს. ამ ეტაპზე ავტომაგისტრალზე სამუშაოები სრული დატვირთვით ხორცილედება.
შეგახსენებთ რომ მაგისტრალის მშენებლობაზე დასაქმებულებმა მუშაობა სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით რამდენიმე დღის წინ შეწყვიტეს და არსებული ვითარება აქციით გააპროტესტეს.