დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს
2015/01/14 11:42:13

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, „სარფი“-ს სასაზღვრო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე, შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტოს აჭარის ა/რ რეგიონალური მთავარი სამმართველოს პირველი სამსახურის (ბათუმი, ქობულეთი, ხელვაჩაური) უფროსი ოპერატიული თანამშრომელი, პოლიციის უფროსი ლეიტენანტი გ. მ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავეს.

 

გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 5 აბი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. დაკავებული პოლიციელი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

 

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით თერთმეტ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას შს სამინისტროს გენერალური ინსპექცია აწარმოებს.

 

წყარო: http://police.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2741
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია