დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში „ნაციონალები“ რამდენიმე უბნის გაბათილების მოთხოვნით სასამართლოს მიმართავენ
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/06/20 11:30:45

„ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისში შტაბის წევრებმა  დღეს  გამართულ ბრიფინგზე თვითმმართველობის არჩევნებზე დაფიქსირებულ დარღვევებსა და ხარვეზებზე ისაუბრეს. შტაბის მდივანის  გია უკლებას განცხადებით, ქუთაისში # 54, 52, 43, 55, 58, 87, 40, 78, 80, 3, და 117 უბნებზე დარღვევები დაფიქსირდა, რის შესახებაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმოამდგენლებმა საჩივრები დაწერეს.


 

„ქუთაისში რამდენიმე უბანზე სომხური კარუსელი დატრიალდა, ასევე 117–ე მოხდა გაზის გაჟონვა, რის შემდეგაც ჩვენი წამომადგენელი ცუდად გახდა და უბანი დატოვა, სწორედ ამ უბანზე ბიულეტინების  ბალანსი ზუსტი არ აღმოჩნდა, ჩვენ მოვითხოვეთ ამ უბნის თავიდან გადათვლა, კომისიამ მხოლოდ პროპორციული ბიულეტინები დაითვალა, გვითხრეს, რომ მერის ბიულეტინების გადათვლისთვის ახალი რეკომენდაცია იყო საჭირო, აქვე აღვნიშნავ, რომ ტომარაში, სადაც ბიულეტინები იყო,  არ აღმოჩნდა ბათილი ბიულეტინები. ჩვენ დავწერეთ საჩივარი კომისიის სახელზე და მოვითხოვეთ აღნიშნული უბნების ხელახალი გადათვლა, თუკი აღმოჩნდებოდა უზუსტობა საარჩევნო  უბნების ბათილად ცნობას მოვითხოვდით, მაგრამ საოლქო კომისიამ ჩვენი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. დღეს ველოდებით წერილობით პასუხს, რის შემდგეაც უბნების გაბათილების მოთხოვნით სასამართლოს მივმართავთ“–განაცხადა გია უკლებამ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2442
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია