დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ალექსი პეტრიაშვილი - არ ვიცნობდი დაკავებულს, მე ასოცირების ხელშეკრულებები გამქონდა, მას - ლომბარდები
2016/03/08 22:47:33

მე არ ვიცნობდი დაკავებულს, მე ასოცირების ხელშეკრულებები გამქონდა, მას  - ლომბარდები, - ასეთი კომენტარი გააკეთა ალექსი პეტრიაშვილმა საავადმყოფოს დატოვებისას.


„არასდროს არ მყავს ნანახი აღნიშნული პიროვნება. მე შემიძლია გითხრათ, რომ 5 ნატყვიარის, ცემის და ჩაქუჩის ჩარტყმის მერე ნორმალურად ვარ. მეორე პიროვნების ამოცნობა გამიჭირდება, რადგან ის ნიღბით მუშაობდა ჩემზე. ამ დაკავებულის საუბედუროდ კი, ის რამდენიმე ადამიანმა დაინახა. პირად ანგარიშსწორებას რაც შეხება, ეს პიროვნება არადროს მინახავს და მასთან რა დაპირისპირება უნდა მომსვლოდა.. პირდაპირ გეუბნებით, ეს იყო მკვლელობის მცდელობა“,-აღნიშნა პეტრიაშვილმა გადაცემა 20/30-ში.

 

რაც შეეხება დანაშაულის მოტივს, როგორც პეტრიაშვილმა აღნიშნა, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

 

"მოტივზე სპეკულაციებს არ დავიწყებ. ეს გამოძიებამ უნდა დააგდინოს. პოლიტიკოსების დასკვნები წავიკითხე მოტივის თემაზე და ვერ მივბაძავ პოლიტიკოსებს მოტივზე საუბარში. საქმე არ იქნება გამოძიებული, ვიდრე არ იქნება დაკავებული დამკვეთი და მეორე შემსრულებელი. ეს საქმე უნდა იყოს ბოლომდე გამოძიებული, და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ.  ამით ნათელი სიგნალი უნდა მივცეთ სხვებს, რომ მათ თავში არასდროს მოუვიდეთ აზრად, აიღონ ფული და გაიმეტონ ადამიანი სასიკვდილოდ. 

 

საბედნიეროდ ერთი წამით არ დამიკარგავს გონება და ყველა დეტალი მახსოვს, თუ როგორ ახორციელებდნენ ჩემზე ძალადობას. ვურჩეევ დამნაშავეს, ითანამშრომლოს გამოძიებასთან", -  განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 17440
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია