ახალი მედიის ასოციაცია სათანამშრომლოდ იწვევს ჟურნალისტებს, ფოტოგრაფებს, მოქალაქე რეპორტიორებს და ბლოგერებს თბილისსა და საქართველოს რეგიონებში: კახეთი, მცხეთა – მთიანეთი, ქვემო ქართლი, იმერეთი, რაჭა – ლეჩხუმი, გურია, აჭარა, სამეგრელო, სვანეთი;
სამუშაო აღწერილობა - ინფორმაციის მოძიება და დამუშავება; აქტუალურ საკითხებზე ვიდეო, აუდიო და ფოტო მასალების მომზადება (გადაღება, ჩაწერა, მონტაჟი);
მოთხოვნები:კომპიუტერული საოფისე პროგრამებისა და ინტერნეტის კარგი ცოდნა; ჟურნალისტად მუშაობის გამოცდილება (სასურველია); დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი და მოტივაცია; ენთუზიაზმი.
მუშაობის დაწყებამდე შერჩეული პირი მონაწილეობას მიიღებს ქართველი და უცხოელი პროფესიონალების თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგებში.
ახალი მედიის ასოციაცია (New Media Association) 2014 წლის 27 მარტს დაფუძნდა. ორგანიზაციის დამფუძნებლები არიან: ლელა ინასარიძე (sknews.ge), გელა მთივლიშვილი (ick.ge; icmm.ge; icn.ge), ნატო გუბელაძე (psnews.ge), ელისო ჯანაშია (tspress.ge), საბა წიწიკაშვილი (qartli.ge).
ახალი მედიის ასოციაციას დაგეგმილი აქვს განახორციელოს შემდეგი საქმიანობა:ადამიანის უფლებების დაცვა და პოპულარიზაცია; მედიის თავისუფლების და ჟურნალისტთა უფლებების დაცვისაკენ მიმართული საზოგადოებრივი კამპანიების ორგანიზება; ჟურნალისტიკის პროფესიული სტანდარტების განვითარება; ახალი მედიის საშუალებებით ობიექტური და მრავალფეროვანი შინაარსის მქონე პროდუქციის შექმნა და გავრცელება; ახალი მედიის ფინანსურად მდგრადი და ინსტიტუციონალური განვითარება; სასწავლო კურსების ორგანიზება როგორც დამწყები ჟურნალისტებისთვის, ასევე პროფესიონალებისთვის, მათი კვალიფიკაციის ასამაღლებლად;
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა - 2014 წლის 20 მაისი. დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნონ CV და სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 100 სიტყვისა, დასახელებაში მიუთითონ თანამდებობის სათაური). მისამართზე: newmediaassociation@gmail.com
არასრული განაცხადები არ განიხილება. გასაუბრებისთვის დაუკავშირდებიან მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ:
https://twitter.com/newmediaGeorgia