დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ვენეციის ხელოვნების საერთაშორისო ბიენალეზე ქართული პავილიონი ოფიციალურად გაიხსნა
2015/05/14 12:43:24

პროექტი „მცოცავი საზღვარი“

 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ვენეციის 56- საერთაშორისო ხელოვნების გამოფენაზე, ქართული ნაციონალური პავილიონი გაიხსნა. ცერემონიას ვენეციის ხელოვნების საერთაშორისო ბიენალეს ქართველი კომისარი - ანა რაბოშენკო, „არტეს“ პრეზიდენტი პაოლო გრანდი, იტალიის საელჩოს წარმომადგენლები, სხვადასხვა ქვეყნის ხელოვანები, კურატორები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ქართულმა პროექტმა უცხოელ დამთვალიერებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა. ვენეციის ხელოვნების საერთაშორისო ბიენალეს ოფიციალური გახსნის ცერემონია 9 მაისს არის დაგეგმილი.


2015 წლის ვენეციის 56-ე საერთაშორისო ხელოვნების გამოფენაზე, საქართველოს სახელით პროექტი „მცოცავი საზღვარია“ წარმოდგენილი. პროექტის კურატორია - ნია მგალობლიშვილი, არტისტები - რუსუდან გობეჯიშვილი, ირაკლი ბლუიშვილი, ნია მგალობლიშვილი, სოფია შევარდნაძე, ია ლიპარტელიანი და ჯოზეფ საბია.


პროექტი  სხვადასხვა საკნისგან შემდგარ სისტემურ ჯაჭვს წარმოადგენს. ის ინტერაქტიულია. მის შინაარსს წარმოადგენს „საზღვარი, როგორც გეოგრაფიული დანაწევრების სისტემა და ამავდროულად, როგორც ცნობიერების მართვის ინსტრუმენტი, რომელიც განიცდის ევოლუციას საზოგადოების ცნობიერებასთან ერთად - დავამსხვრიოთ საზღვრები ცნობიერებაში და დავინახოთ მსოფლიო საზღვრების გარეშე და პირიქით“.


ბიენალეზე საქართველოს სახელით წარსადგენი პროექტის გამოსავლენად შექმნილმა საკონკურსო კომისიამ შემოსული 12 პროექტიდან საუკეთესო, ფარული კენჭისყრითა და ხმათა უმრავლესობით შეარჩია.


ვენეციის 56-ე ხელოვნების საერთაშორისო გამოფენა იტალიაში წელს 9 მაისიდან 22 ნოემბრამდე გაიმართება, - ქართული პავილიონი ვენეციის ბიენალეს ერთ-ერთ მთავარ საგამოფენო სივრცეში -„არსენალეზეა“ განთავსებული.


 

ვენეციის ბიენალეს წლევანდელი თემაა „მომავალი სამყაროს მრავალფეროვნება (All the world’s futures)”.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2184
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია