დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
შოთა მურღულიამ ქუთაისის მერიის 4 თვიანი მუშაობის ანგარიში წარადგინა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/05/05 14:05:56

ინფრასტრუქტურული პროექტები, სოციალური სფერო, ჯანდაცვა, კულტურა და სპორტი–ეს იმ საკითხთა ჩამონათვალია, რომელთა შესრულების ანგარში, დღეს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ჟურნალიტებს წარუდგინა.


შოთა მურღულიას განცხადებით, 2014 წლის 4 თვის განმავლობაში გაცილებით მეტი პროექტი შესრულდა, ვიდრე მთლიანად 2013 წელს.


„4 თვის განმავლობაში 136 ტენდერი გამოცხადაა,  გზებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაწყებულია, ხდება შიდა ეზოების და სადარბაზოების კეთილმოწყობა,  გვაქვს ახალი სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები, დამატებით შევიმუშავეთ 16 საპროექტო დოკუმენტაცია, წლის განმავლობაში დამატებით ორი ახალი საბავშვო ბაღი აშენდება, პროექტთა ჩამონათვალი ჯამში 16 მილიონი ლარის ღირებულებისაა, რომელიც ნაწილი რეგიონული განვითარების სამინისტროსგან, ნაწილი მუნიციპალური განვითარების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ხორცილედება“–განაცხადა მურღულიამ.


რომელმაც შვებულებაში გასვლის მოთხოვნით დღეს საკრებულოს თავმჯდომარეს წერილობით მიმართა, მერის მოვალეობის შემსრულებნლის პოსტზე კი ვიცე–მერის ნოდარ მიქაიაშვილის კანდიდატრურა წარადგინა.


 

მურღულიამ შვებულებაში გასვლის მიზეზებზეც ისაუბრა: “კანონი მაძლევს იმის უფლებას,რომ  საარჩევნო კამპანიაში ჩართვასთან ერთად მმშ–ს პოსტზე დავრჩე, ისე რომ არ გამოვიყენო ადმინისტრაციული რესურსი, მაგრამ იმის გამო, რომ შემდეგ ამ საკითხის ირგვლივ კითხვები არ დარჩეს მე გავდივარ შვებულებაში, რადგან მაქვს სურვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მაქსიმალურად დემოკრატიულად ჩატარდეს“–განაცხადა მურღულიამ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2592
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია