დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში ტურიზმის პრობლემებზე ზოგადად და შინაურულად იმსჯელეს (VIDEO)
2017/02/17 01:54:05

 

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა სამუშაო შეხვედრა ადილობრივი ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებთან.


შეხვედრაზე მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვიმმართველობის ქონების მართვის სამსახურის უფროსმა  პაატა კლდიაშვილმა, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილემ მედეა ჯანიაშვილმა და ტურისტული პროდუქტისა და მცირე ინფრასტრუქტურის სამმართველოს უფროსმა თამარ მაისურაძემ ისაუბრეს ქალაქ ქუთაისის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ტენდეციებზე და ამ კუთხით არსებულ გამოწვევებზე.

 

შეხვედრა წარიმართა აქტიური დიალოგის რეჟიმში. აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ ბევრი ტურისტული ადგილი ჯერ კიდევ არ არის კარგად რეკლამირებული ტურისტებისთვის, არასაკმარისია საინფორმაციო დაფები ქალაქსა თუ მხარეში, სერიოზული პრობლემებია სხვადასხვა სერვისების შეთავაზებისას.


ადგილობრივი ტურიზმის წარმომადგენელტა მხრიდან საუბარი შეეხო ასევე იმ საკითხს, რომ ფაქტობრივად აუთვისებელია მაღალმთიან ზონებში არსებული ტურისტული პოტენციალი.


სტუმრებმა მოისმინეს პრობლემები, თუმცა რომელიმე საკითხის კონკრეტულ მოგვარებაზე რაიმე დაპირებები არ გაცემულა, თუ არ ჩავთვლით იმ საკითხს, რომ ტურისტული საინფორმაციო ბანერების გაკეთება მოხდება ქუთაისის აეროპორტსა და ქალაქის ცენტრშიც.


საბოლოოდ, გამოვიდა ისე, რომ ტურიზმის პრობლემებზე ზოგადად და შინაურულად იმსჯელეს და სამომავლო მსჯელობებზეც შეთანხმდნენ, თუმცა, რამდენად შედეგიანი იქნება ეს მსჯელობები, ამას მოახლოებული ტურისტული სეზონი გვიჩვენებს.

 

 

 

მარიკა ვაჭარაძე

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 9916
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია