2014 წლის 28 თებერვალს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლის 111 კლასში ჩატარდა ისტორიის პროექტ-გაკვეთილი თემაზე „აფხაზეთის სისხლიანი ქრონიკები“. გაკვეთილი მიეძღვნა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, ჟიული შარტავას დაბადებიდან 70 წლის იუბილეს.
გაკვეთილს უძღვებოდა ისტორიის მასწავლებელი ხათუნა ჩხეტიანი. მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფებში. ისტ-ტექნოლოგიების გამოყენებით, წერილობით წყაროებთან ერთად, წარმოდგინეს სლაიდ-შოუ, ფოტო და ვიდეო-აუდიო მასალა. პრეზენტატორებმა ეკა ამბროლაძემ, ონისე ხურციძემ, ირაკლი ქურასბედიანმა ისაუბრეს აფხაზეთის ისტორიისა და დღევანდელობის უმნიშვნელოვანესი ეპიზოდების ირგვლივ, გაიხსენეს ეროვნული გმირის – ჟიული შარტავას ღვაწლი და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.
გაკვეთილს ესწრებოდნენ სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ჯგუფის წევები ნათია მარუაშვილი, სოსო ცქიფურიშვილი, ნუნუ სეხნიაშვილი.