დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის დასავლეთის სამმართველოში ბავშვზე მორგებული გარემო მოეწყო
2021/03/19 13:55:00

სისხლის სამართლის საქმის გამოძიების პროცესში მონაწილე მოწმე და მსხვერპლი ბავშვები, მათ ინტერესებზე ორიენტირებულ მიდგომას და გარემოს საჭიროებენ. დამატებითი ტრავმისა და მეორეული ვიქტიმიზაციისაგან ბავშვთა დასაცავად, მნიშვნელოვანია გამოკითხვისა და სხვა საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარების პროცესი არასრულწლოვნის ინტერესებზე მორგებულ სივრცეში მიმდინარეობდეს. მით უფრო, როდესაც არასრულწლოვანი მის მიმართ განხორციელებულ ფსიქოლოგიურ თუ ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობს.

 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში ბავშვის ინტერესებზე მორგებული პირველი სპეციალური სივრცე საგამოძიებო დეპარტამენტის დასავლეთის სამმართველოში მოეწყო. ოთახის მდებარეობა და აღჭურვილობა მაქსიმალურად ამცირებს ბავშვის გამოკითხვის პროცესში მასთან კონტაქტში მყოფი პირების რაოდენობას, უზრუნველყოფს კონფიდენციალობის დაცვას და ქმნის არასრულწლოვნისთვის ნაკლებად სტრესულ და უსაფრთხო გარემოს.  

 

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეთა 3% სწორედ არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ეხება.

 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხელი შეუწყოს არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესზე ორიენტირებული სისტემის ჩამოყალიბებას. ამ მიზნით, არასრულწლოვანთა მონაწილეობით განხორციელებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მხოლოდ სპეციალიზებული გამომძიებლები ერთვებიან. ამასთან, სამსახური გამოძიების პროცესში აქტიურად უზრუნველყოფს არასრულწლოვანთა ფსიქოლოგის მონაწილეობას.

 

ბავშვზე მორგებული სივრცეების მოწყობის პროცესი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სხვა ოფისებშიც გაგრძელდება.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 547
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია