დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ნორა კვიციანი: „ემზარ კვიციანი მზად არის, ყველა კითხვაზე უპასუხოს“
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/02/26 14:48:19

სამი დღე მაინც დაგვიტოვონ ჩვენი ძმა, რომ მოვესიყვარულოთ, მერე თავისი ფეხით მივა პროკურატურაში

 

კოდორის ხეობის ყოფილი რწმუნებული ენზარ კვიციანი  ხვალ საქართველოში ჩამოდის, ამის შესახებ გუშინ გავრცელდა ინფორმაცია. დღეს კი „პრაიმ-ტაიმის“ პრესკლუბში ემზარ კვიციანის დამ, ნორა კვიციანმა, პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ  ის ძალიან გახარებულია მისი ძმის საქართველოში დაბრუნებით, თუმცა, დარწმუნებული არ არის  იმაში, რომ მას არ დააკავებენ.

 

ნორა კვიციანის განცხადებით ემზარ კვიციანი 8 წელია საქართველოდან გაძევებულია, ხოლო თავად კი,  6 წელი და 4 თვე დაპატიმრებული იყო. მისი განმარტებით ემზარ კვიციანი  რუსეთიდან დეპორტირებულია და საქართველოში  ჩამოსვლის შემდეგ მზად არის სამართალდამცავებს ჩაბარდეს და დაამტკიცოს თავის უდანაშაულობა.

 

ნირა კვიციანი, ემზარ კვიციანის და:

– ემზარ კვიციანი არ გაურბის არცერთ კითხვას, ერთადერთი ბრალდება, რაც ემზარ კვიციანის მიმართ შეიძლება იყოს, ეს არის ის, რომ მან იარაღი არ ჩააბარა მაშინდელ ხელისუფლებას. თუ ამას ჩაუთვლიან დანაშაულად და მაინცდამიანც დააპატიმრებენ, მე ვთხოვ  დღევანდელ ხელისფლებას, რომ  იქნებ სამი დღე მაინც  დაგვიტოვონ, მოვეფეროთ და მოვესიყვარულოთ. სამი დღის შემდეგ ემზარი თავად მივა პროკურატურაში. ის არ გაურბის არაფერს. იმედი მაქვს, რომ ხვალინდელი დღე კარგად ჩაივლის. ვთხოვ ხელისუფლებას (მე,  რომელმაც 6 წელი და 4 თვე ციხეში გავატარე არაფრის გულისათვის), სიმართლე დადგინდეს – კოდორი ემზარის არ ჩაუბარებია.

 

– ვის ბრალდება კოდორის ჩაბარება?

 

– ენზარ კვიციანი რომ ყოფილიყო კოდორში, ხეობას არ ჩააბარდებოდა. როცა ჯარი შემოვიდა, უკვე გასაგები იყო, რომ ხეობას აბარებდნენ. ემზარმა რანდენჯერმე გაწირა თავი ხეობისათვის, მაგრან ბოლოს წინა ხელისუფლებამ მაინც დაკარგა. დღეს ემზარი მზად არის, ყველაფრისათვის პასუხი აგოს.

 

– ემზარ კვიციანი ითხოვს, რომ ვისაც მასზე გული შესტკივა, დახვდნენ აეროპორტში, რადგან მას, შესაძლოა, პროვოკაცია მოუწყონ, რა პროვოკაციაზეა საუბარი?

 

_ ვერ გეტყვით, რას გულისხმობს ჩემი ძმა.  ყველაფერი მოსდალოდნელია, მტრის მეტი რაა ქვეყანაში.

 

– რუსეთში რა სტატუსით ცხოვრობდა ემზარ კვიციანი და რატომ იქნა დეპორტირებული?

 

– რუსეთში დევნილის  სტატუსით ცხოვრობდა, თუ რა სტატუსით, არ ვიცი.  არც ის  ვიცი, ახლა რატომ მოახდინეს მისი დეპორტი. ამაზე პასუხს თავად გასცემს.

 

– ვის ადანაშაულებთ მაშინდელ მოვლენებში, რაც მოხდა კოდორის ხეობაში?

 

 

– რა თქმა უნდა, მაშინდელ ხელისუფლებას ვადანაშაულებ. თუ 14 წელი კრიმინალები ვიყავით, მაშინ რატომ ეზიდებოდნენ იარაღს კრიმინალებთან? მერე რა მოხდა , რატომ შემოიყვანეს სპეცნაზი და რატომ ვიყავი დაპატიმრებული,  ამაზე პასუხი დღემდე არ გვაქვს... ან რატომ ვიყავი 6 წელი დაპატიმრებული. მას შენდეგ, რაც კოდორის ხეობა ჩააბარეს, აფხაზეთის აღიარებაც მოხდა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2869
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია