დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სამინისტროს პოზიცია
განათლების სამინისტრო: "53–ე სკოლის დირექტორი მოსწავლეებს პირადი მიზნების მისაღწევად იყენებს"
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/04/10 12:48:32

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 53-ე სკოლაში არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით შიდა აუდიტის დასკვნას აქვეყნებს და აცხადებს, რომ სამინისტროს პოზიცია არ შეიცვლება გარე პირების მიერ მანიპულირებადი პროცესების ზეგავლენით. გთავაზობთ ამ განცხადებას სრულად.

 

 

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო შეშფოთებულია 53-ე სკოლის ირგვლივ განვითარებული მოვლენებით. გარკვეული ჯგუფები ცდილობენ ამ საკითხით მანიპულირებას და მოსწავლეების გამოყენებას პირადი მიზნების მისაღწევად.  განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს, რომ სამინისტროს პოზიცია არ შეიცვლება გარე პირების მიერ მანიპულირებადი პროცესების ზეგავლენით.

 

სკოლის გათავისუფლებული დირექტორი ავრცელებს ცრუ ინფორმაციას  იმის თაობაზე, რომ  მხოლოდ 0.64 თეთრიანი დარღვევის შედეგად გათავისუფლდა, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. დარღვევების სპექტრი მრავალფეროვანია, დირექტორს ერთი წლის წინ ჰქონდა მიღებული გაფრთხილება ფინანსური დარღვევების გამოსწორებასთან დაკავშირებით. მეორე შემოწმებისასაც კვლავ ფინანსური დარღვევები დადასტურდა.


გთავაზობთ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნას 53-ე სკოლის დარღვევების თაობაზე:


1.      ინსპექტირების ჯგუფის მიერ ადგილზე შემოწმებისას გამოვლინდა, რომ სკოლის ფართებით (6 საკლასო ოთახი)  საგებლობს კერძო პირი, ისე, რომ არ იხდის სარგებლობის თანხას, არ არსებობს ხელშეკრულებები, არ არის განათლების სამინისტროს და ეკონომიკური სამინისტროს თანხმობა, არ ჩატარებულა აუქციონი (სარგებლობა ხდებოდა 2013 წლის ოქტომბერში, ნოემბერში, დეკემბერში, 2014 წლის თებერვალში);


2.   2013 წლის განმავლობაში მოქმედი იჯარის 12 ხელშეკრულება დადებულია კანონდარღვევით ჩატარებული აუქციონის საფუძველზე (ჯამში იჯარით გაცემული ფართი 1600 კვ.მ–ზე მეტია);


3.    მოიჯარეების მიერ თანხების გადახდა ხდებოდა დარღვევით, არ არის გადახდილი საურავები. ერთ-ერთ შპს-ს არ აქვს გადახდილი იჯარის თანხა 3600 ლარის ოდენობით, საურავი – 433 ლარი, კომუნალური გადასახადი – 108 ლარი (საურავის ნაწილი და კომუნალური გადახდილ იქნა ინსპექტირების დასრულების შემდეგ (საურავი 160 ლარი, კომუნალური გადასახადი 108 ლარი);


4.  მოიჯარე ც. თ. – გარკვეული პერიოდი სარგებლობდა ფართით (79.80 კვ.მ) ხელშეკრულების გარეშე და საფასურის გადახდის გარეშე;


5.  მოიჯარე ე. დ.-ს  მიერ დაკავებული იყო დამატებით სხვა ფართი;


6.   მოიჯარე თ. მ. – იჯარით აღებული ფართის ნაცვლად იყენებდა სხვა ფართს;


7.   მოიჯარე ნ. ს. – იჯარით გაცემული ფართი ნაკლებია, რეალურად იყენებს მეტ ფართს (31 კვ.მ–ის ნაცვლად 41 კვ.მ–ს);

 

სკოლაში დარღვეულია ბუღალტრული აღრიცხვის წესი (ხელმოუწერელი მემორიალური ორდერები);


დარღვეულია ინვენტარიზაციის ჩატარების წესი (ხელმოუწერელი საინვენტარიზაციო აღწერები);


დარღვეულია შესყიდვების განხორციელების წესი (არ არის დამტკიცებული შესყიდვების გეგმა, შესყიდვები განხორციელებულია ხელშეკრულების გარეშე);

 

სამი წელია არ არჩეულა ახალი დისციპლინური კომიტეტი (უნდა აირჩეს ყოველ წელს ახალი);


სასკოლო სასწავლო გეგმა დამტკიცებულია არასრულად;


წრეები შექმნილია ერთპიროვნულად დირექტორის ბრძანებით, როცა უნდა იყოს განსაზღვრული სასკოლო სასწავლო გეგმით, დამტკიცებული და შეთანხმებული სამეურვეო საბჭოს მიერ;

 

გადასწორებულია ჟურნალები, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით სკოლას არაერთი მითითება აქვს მიცემული;


არცერთი პირველკლასელის პირადი საქმე არ იყო შევსებული (უნდა შევსებულიყო წლის დასაწყისში);


მოსწავლეთა ჩარიცხვა განხორციელებულია ამისათვის აუცილებელი დოკუმენტაციის გარეშე (კანონიერი წარმომადგენლის განცხადებისა და სანოტარო წესით დამოწმებული დაბ. მოწმობის წარდგენის გარეშე).


 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6308
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია