დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ნაციონალების სპეცოპერაციის მსხვერპლი
კობა ოთანაძე:"მერაბიშვილისთვის ორი გვამი მე და გია კრიალაშვილი ვიყავით"
ავტორი: ეთერ ბალაძე
2014/01/29 23:32:27

ახლახანს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეომასალა, რომელიც  იმ სპეცოპერაციას შეეხება, რომელიც მუხროვანის ე.წ, ამბოხებულების ლიკვიდაციისათვის ჩაატარეს   ყოფილი ხელისუფლების  მაღალჩინოსნებმა.

 

გლდანში გია კრიალაშვილი და კობა ოთანაძე სპეცოპერაციის დროს ჩაცხრილეს, კობა ოთანაძეს 30 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, მაგრამ სიკვდილს საწაულად გადაურჩა. შემდეგ ის ე.წ ამბოხების ბრალდებით დააპატიმრეს და 29 წელი მიუსაჯეს. კობა ოთანაძე ახალმა ხელისუფლებამ ამინისტიით გაათავისუფლა.

 

  გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით კობა ოთანაძე ასეთ კომენტარს აკეთებს:

_ ბატონო კობა, ნახეთ სპეცოპერაციის  კადრები?

_ ახლა დამირეკეს და ვუყურე  ჩვენი ჩაცხრილვის სპეცოპერაციას. ძალიან იმოქმედა ამ კადრებმა ჩემზე. მერაბიშვილისთვის ორი გვამი მე და კრილაშვილი ვიყავით. გლდანში, მარშრუტკაში ჩაგვცხრილეს. მე სასწაულად გადავრჩი, ხოლო საბრალო გია  კრიალაშვილი დაიღუპა. ხომ ხედავთ, პრემიებს რომ ჰპირდება ვანო მერაბიშვილი სპეცოპერაციის მონაწილეებს.


_ ვანო მერაბიშვილის გარდა, ვინ იყო სპეცოპერაციაზე?

_ ყველა: გიგი უგულავა, დათა ახალაია, გივი თარგამაძე მახსოვს, ვანო  თავისთავად, პირველად  ეგ დავინახე.

 


_ მიშა სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი გახსოვს?

_ ეგენი არ დამინახავს, მძიმედ ვიყავი დაჭრილი და გონება  დავკარგე.

 


 სპეცოპერაციის ადგილი  თუ  გეცნოთ.

_ კი, გლდანში   ჩაატარეს ეს  სპეცოპერაცია. ჩვენზე ძებნა რომ გამოაცხადეს,  ვფიქრობდით საქართველოდან წავსულიყავით, მარშრუტკის მძღოლმა "ჩაგვიშვა"…

 


თქვენ აპირებდით სარჩელის შეტანას მუხროვანის ე.წ აჯანყებაში ბრალდებისათვის და  უკანონო პატიმრობისათვის(29 წელი გქონდათ მისჯილი), რა ეტაპზეა გამოძიება?

სარჩელი უკვე რამდენი თვეა შევიტანე, მაგრამ გამოძიება  მუხროვანის ე. წ ამბოხებაზე არ დაწყებულა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3735
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია