დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისსა და იმერეთის ზოგიერთ რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეწყდება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/11/19 13:53:20

სს ენერგო-პრო ჯორჯიას დასავლეთ საქართველოს ცენტრალური ფილიალის / გამანაწილებელ ქსელში მიმდინარე კვირაში დაეგმილი სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიეწოდება დროებით შეეზღუდება მომხმარებელთა ნაწილს:

 

20 ნოემბერს მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზ ოკრიბას რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში დაგეგმილია N6 ხის დაზიანებულის საყრდენის შეცვლა ახალი ლითონის ანძით, რის გამოც 10:00 საათიდან 17:00 საათამდე ძაბვის მიწოდება შეუწყდება ქვესადგურების ხრესილისა და ხრესილი-წევას მომხმარებლებს ტყიბულის რაიონის სოფლებში ხრესილი, ლეღვა, სოჩხეთი, ძმუისი, ბუეთი, კისორეთი, ახალდაბა, წყნორი და ძუყნური. საერთო ჯამში, დაახლოებით 1150 აბონენტს.

 

21 ნოემბერს მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზებზე “ღანირი 1” და „ღანირი-2“ დაგეგმილი გაჩეხვითი სამუშაოების გამო 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება ქალაქ ხონისა და ხონის რაიონის სოფლების 11000 აბონენტს, რომლებიც ძაბვას იღებენ ქვესადგურებიდან ხონი 1“ დახონი 2“.

 

22 ნოემბერს 10:00 საათიდან  17:00 საათამდე სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას ქვესადგურწყალტუბო 220"-ში  დაგეგმილი აქვს 110 კვ გადამცემი ხაზის "თერნალის" გამორვა პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, რისგამოც ძაბვა შეუწყდებათ სს ენერგო-პრო ჯორჯიას ქვესადგურს  "წყალტუბო 110" და მის მომხმარებლებს . წყალტუბოში და წყალტუბოს მინიციპალიტეტის სოფლებში თერნალი, გვიშტიბი, გუბისწყალი, გუმბრა, გუმბრინი, ჩუნეში, ქვილიშორი, ცხუნკური, ყუმისთავი და ხომული (დაახლოებით, 9950 აბონენტი).

 

24 ნოემბერს მაღალი ძაბვის ქვესადგურ "ავტოქარხანაში" დაგეგმილი სამუშაოების გამო  12:00 საათიდან 14:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაახლოებით 11000  აბონენტს  .  ქუთაისის  ავტოქარხნის  დასახლებაში, მათ  შორის  ქუთაისის  N2  საპყრობილეს,  .ჩხობაძის  სახელობის  საავადმყოფოს, ქუთაისის  ავტომექანიკურ  ქარხანას  და  სხვა  საწარმოებს.  აღნიშნული  მომხმარებლები წინასწარ  არიან  გაფრთხილებული  მოსალოდნელი  გამორთვის  შესახებ

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3266
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია