დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციას 10 მუდმივი და 43 კონკურსგამოვლილი თანამშრომელი ეყოლება
ავტორი: ეკა შალამბერიძე
2014/01/28 13:57:30

იმერეთის მხარის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა სამხარეო ადმინისტრაციის სამსახურების ახალი უფროსები წარადგინა

 

იმერეთის მხარის ადმინისტრაციაში მიმდინარე რეორგანიზაციის დასრულების შესახებ ზაზა მეფარიშვილმა ჟურნალისტებს კანონოთ განსაღვრულ ვადამდე ერთი დღით ადრე შეატყობინა. ახალი დებულების თნახმად, გუბერნიაში სამსახურის უფროსების რაოდენობა 7-დან 4-მდე შეიკვეცა.

 

სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსსის მოვალეობის შემსრულებლად გუბერნატორმა გოჩა გაბუნია წარადგინა.


დგილობრივი ვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახური უფროსის მოვალებას ყოფილი ვიცე-მერი კოტე ლომიძე შეასრულებს.


რეგიონული პროექტების კოორდინაციის სამსახური უფროსის მოვალეობის შემსრულებლად სოსო ხახალეივილი დაინნა.


საგანგებო  სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსს, ჯერჯერობით, ხელმძღვანელი არ ჰყავს და მას დროებით, გუბერნატორის წარდიგნებით, სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილე აკაკი ტყებუჩავა ჩაიბარებს. თავად სამსახურის უფროსის პოსტი კონკურსის ჩატარებამდე ვაკანტური რჩება. მოტივად მეფარიშვილმა მეტად კვალიფიციური კადრების მოძიებ ადაასახელა.


აც  შეეხება გუბერნიაში საშტატო ერთეულთა რაოდენობას, ის უცვლელდარჩა: სამხარეო ადმინიმტრაცია 53 თანამშრომლით განაგრძობს მუშაობას. აქედან 10 პოზიციას მუდმივად დანიშნული თანამშრომელი ჰყავს, დანარჩენ 43 პოზიციაზე ახალი კადრები კონკურსის წესით შეირჩევა.


 

საკონკურსო კომისიის 5-კაციანი შემადგენლობა, რომლის თავმჯდომარეც თავად გუბერნატორი იქნება, მომდევნო სამი თვის ვადაში ორ ეტაპად ჩატარებული კონკურსის შემდეგ ვაკანტურ თანამდებობებზე კადრებს შეარჩევს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2794
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია