დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საფინანსო კომისიის თავმჯდომარე: „ქუთაისის 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი თვალითაც არ მინახავს“
ავტორი: მარიამ პატარაია
2013/11/19 14:57:05

ქუთაისის 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოში  საფინანსო–სარევიზიო კომისიის გვერდის ავლით შეიტანეს. ბიუჯეტი, რომელსაც უკვე ფრაქციებსა და კომისიებში განიხილავენ, საფინანსო  კომისიაში ამ დრომდე არ უნახავთ.  კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ ერთ-ერთი პირველი, ვისაც ბიუჯეტის პროექტი უნდა შეესწავლა, ის არის, თუმცა, მას პროექტი არც კი უნახავს.


„შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ თვალითაც არ  მინახავს ბიუჯეტის პროექტი. „ფეისბუქით“ ვიგებ, რომ, თურმე  მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 42 მილიონი ლარია და რომ ინფრასტრუქტურა ყოფილა პრიორიტეტი. მე ასეთ ბიუჯეტს არ მივიღებ. ჰკითხეთ საკრებულოს თავმჯდომარეს, რატომ არ მოვიდა ბიუჯეტის პროექტი ჩემამდე? “, -ამბობს გოგიტა გოგელაშვილი.  


საკრებულოს თავმჯდომარის თამაზ მარგველაშვილისთვის კომისიის თავმჯდომარის პრეტენზია გაუგებარია. მარგველაშვილი მიიჩნევს რომ ბიუჯეტის პროექტის განხილვა პროცედურების სრული დაცვით მიმდინარეობს.


„მე ვერ გავიგე ბატონი გოგიტას კომენტარი, ვერ ვხვდები, რას გულისხმობს იგი.  ბიუჯეტის პროექტის განხილვა პროცედურულად სწორად მიმდინარეობს. პროექტი შემოვიდა 15-ში და კომისიების მიხედვით მისი დარიგება დღეიდან იწყება“,- აცხადებს საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ მარგველაშვილი.


გოგიტა გოგელაშვილი კი ბიუჯეტზე  რეკომენდაციის გაწევას არ აპირებს, რის გამოც არ არის გამორიცხული, პროექტი ჯერ საკრებულოს, შემდეგ კი მერიას დაუბრუნდეს, რაზეც მარგველაშვილი ამბობს, რომ ერთი დეპუტატის სურვილი ბიუჯეტის პროექტის უკან დასაბრუნებლად საკმარისი არ არის.


ქუთაისის 2014 წლის ბიუჯეტის პროექტი  საკრებულოში განსახილველად გასულ კვირას შევიდა. ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 42168000 ლარით განისაზღვრა. მომავალი წლის ბიუჯეტში პრიორიტეტი კვლავ ინფრასტრუქტურაა.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2574
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია