დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გაზეთ „P.S.“-ის არქივიდან, 2005 წელი. 4 - 10 ივლისი. №27 (331)
„Где ты, мой рoдной!..“ (როგორ იპოვა ქართველმა კაცმა 17 წლის დაკარგული აფხაზი მეგობარი)
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/01/28 13:21:15

როგორ იპოვა ქართველმა კაცმა 17 წლის დაკარგული აფხაზი მეგობარი

 

 

ხუმიდან დევნილ სოლომონ ბოლოკაძეს რომ სიჭაბუკისდროინდელი, ჩვიდმეტი წლის უნახავი აფხაზი მეგობარი ძალიან მოენატრა და შვიდი თვის განმავლობაში მისი ტელეფონის ნომრის გაგებასა და მეგობრის ხმის გაგონებას მოუთმენლად ელოდა, ეს დიდი პოლიტიკისათვის, ალბათ, ბევრს არაფერს ნიშნავს... მაგრამ ბთვით ბატონი სოლომონისთვის...

 

 

უკვე თორმეტი წელია, მხრებზე აწევს დევნილის ტიტული და ამ სიტყვასთან ის ისეთივე გაუცხოებულია, როგორც თორმეტი წლის წინ. ყოველი დილა კი მოგონებებით იწყება.

 

„ის“ 1963 წელს გაიცნო. მათი მეგობრობის ისტორია „ტარზანავოე პოლეში“ დაიწყო. ისინი ერთხანს მეზობლები იყვნენ - ახსოვს, პირველად ერთად, მალულად მოწეული სიგარეტი, ზღვისპირა საზაფხულო ისტორიები, თუნდაც მთელი დღე შიმშილი ზღვისპირას, მერე კი ბავშვური სიანცით მოპარული მსხალი, პომიდორი და კიდევ - მისთვის აფხაზი მეგობრისაგან გაწეული უანგარო დახმარება - როცა ერთი გოგონათი მოიხიბლა, მეგობარმა კი მისი არამარტო სურათი, არამედ, მთელი ფოტოალბომი უშოვნა.

 

მერე აფხაზმა მეგობარმა საცხოვრებელი ადგილი შეიცვალა. ისინი ბოლოს 17 წლის წინ, კინოთეატრ „სოხუმთან“ შეხვდნენ.

 

... მერე იყო 27 სექტემბერი, ხუთთვიანი ტყვეობა... ბატონმა სოლომონმა უკრაინელი და აფხაზი ქალბატონების მეშვეობით მოახერხა თავის დაღწევა.

 

მერე იყო წლებიც - სიცარიელე, ნოსტალგია, ორიოდე დღის წინ კი- შეხვედრა წარსულთან...


ამ ემოციას ზუსტად მხოლოდ ბატონი სოლომონის მონოლოგი თუ გამოხატავს.

 

„უკვე დიდი ხანია, ჩემს მეგობარზე (მის სახელს და გვარს სპეციალურად არ ვამბობ, რომ მას არაფერი დაუშავდეს) ფიქრი არ მასვენებს. შვიდი თვის წინ მის მოსაძებნად დახმარება „ორგტექნიკის“ დირექტორს, ბატონ ალუ გამახარიას ვთხოვე. ის კი ერთ ქალბატონს დაუკავშირდა სოხუმში, და ჩემი მეგობრის მონახვა სთხოვა. რამდენიმე ხნის წინ იმ ქალბატონმა შეგვატყობინა, რომ მასთან მივიდა, მაგრამ მან ქართველი მეგობარი ვერ გაიხსენა. ამ ამბის გაგება ჩემთვის მეორე სიკვდილის, ლამის სოხუმის დაცემის ტოლფასი იყო. შემატყო ბატონმა ალუმ და მითხრა, ნუ გეშინია, ასეც ხდება, ხალხი  შეიცვალაო. მეც ვიფიქრე, შეიSლება, აფხაზმა მეუღლემ მასზე რაღაც ზეგავლენა მოახდინა-მეთქი, მაგრამ ვხედავ, რომ ჩემ გულში რაღაც სანთელი მაინც ანთია... მერე კიდევ დარეკა ბატონმა ალუმ სხვასთან, მან კი უთხრა, რომ ნახევარ საათში გადაერეკა ისევ, და ეტყოდა ამ კაცის ნომერს. მაგრამ ეს ნახევარი საათი ჩემთვის იყო ჯვარზე გაკვრა!.. მერე ჩაგვაწერინეს სამსახურის ნომერი, სადაც ბინის ნომერს გვეტყოდნენ. კიდევ ერთი გაფრთხილება: იქნებ, არ ღირს დარეკვა? რომ ვერ გიცნოს? პულსი - 150, წნევა არ ვიცი, რამდენი, ბოლოს ლოდინი... ტუ-ტუ... და „ალო!..“

 

- მე ასეთი კაცი მინდა...

 

გაფრთხილება. „დაელოდეთ და არ დადოთ ყურმილი“. გადის ერთი წუთი, ორი, სამი... წნევა ზევით მიდის. ოთხი წუთიც მთავრდება და ბოლოს: „ალო, გისმენთ!..“

 

და დრომ გადაიწია მთელი ჩვიდმეტი წლით!

 

- გამარჯობა! - პირდაპირ არ ვეუბნები ჩემს ვინაობას და შორიდან ვიწყებ. - გახსოვს ასეთი ადამიანი? - და ჩვენს საერთო მეგობარს, რუსლანს ვუსახელებ.

 

- მახსოვს.

 

- მოკითხვას გითვლის, - მერე ჩემ თავზე ვეკითხები: - გახსოვს სოლომონ ბოლოკაSე? - და უკვე ვითიშები (ან „კი“, ან „არა“!).

 

- მე ყველაფერი მახსოვს.

 

 დუმილი და მერე კითხვა:

 

- მე ვინ მელაპარაკება?

 

- მე.

 

_ „Где ты, мой родной!“

 

- !..

 

 ეს სიტყვა, ამდენი ხანია, ჩემთვის არავის უთქვამს! მერე ხმის ჩაწყვეტა... მერე ცრემლები და იქაც გაბზარული ხმა:

 

- არ დამკარგო, არ დავიკარგოთ, სად ხარ?

 

მერე ტყუილი:

 

- რუსეთში. და ხუთ დღეში სახლში ვიქნები (ეს ტყუილიც - მისი უსაფრთხოებისთვის).

 

ტელეფონის ნომრები რომ გავცვალეთ, მერე შეკითხვა: ავად ხომ არა ხარ, წამალი ხომ არ გინდა? (ის ექიმია).

 

- მე წამალი არ მინდა, მე შენ მინდიხარ.

 

Где ты, мой родной!“ - ამას მარტო აფხაზი თუ გეტყვის, ეს არ ითარგმნება, ეს არის შვიდი წუთი, რომელმაც განშორების 17 წელი ჩაიტია. უცებ გადაწონა ყველაფერი: ის ომი და სიკვდილიც, განშორებაც, ყველაფერი...


ბოლოს იყო მისი დაპირება - შემოდგომაზე ჩამოვალ და აუცილებლად გნახავ...“

 

... შემოდგომამდე ბატონი სოლომონი საჩუქრის გაგზავნას აპირებს - ნამდვილი, კარგი ალექსანდროული ღვინის. ორი მეგობარი „დისტანციას“ ტელეფონის ყურმილით დაამარცხებს და... სადღეგრძელოებიც ერთდროულად შეისმება სოხუმსა და ქუთაისში.

 

 

ნინო ჯანელიძე

 

გაზეთ „P.S.“-ის არქივიდან,  2005 წელი. 4 - 10 ივლისი.  №27 (331)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2865
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია