დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პოლიტიკური იწილო–ბიწილო
"ჩვენი შემხვედრი წინადადებაა, რომ ბიკენტიას საქაბაბე დავუქვემდებაროთ „შემოიხედე გენაცვალეს“!
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/01/15 19:07:21

ჩვენ გვაქვს შემხვედრი წინადადება, რომ ბიკენტიას საქაბაბე დავუქვემდებაროთ „შემოიხედე გენაცვალეს“

 

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, ირმა ნადირაშვილის განცხადებით, „ხელისუფლება ვერ ცვლის კონსტიტუციას და მზად არის, ეს კონსტიტუცია თავზე გადაახიოს საზოგადოებას“.

 

ასე გამოეხმაურა ნადირაშვილი დეპუტატ ზურაბ ტყემალაძის იმ განცხადებას, რომლის მიხედვით, პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში დაბრუნების ერთ-ერთ ვარიანტად რუსთაველის #8-ის ქუთაისისთვის მიკუთვნება განიხილება.

 

 

“მე არ მიკვირს ზურაბ ტყემალაძის განცხადება. საკუთარი ყურით მაქვს მოსმენილი, როგორ ოცნებობდა ტყემალაძე, რომ ქუთაისსში ეს შენობა აფეთქდეს. ეს ადამიანები ჩვენ გვასწავლიდნენ, რომ კონსტიტუცია საკუთარ თავზე არ უნდა მოირგო.

 

მე მათ ვახსენებ, რომ კონსტიტუცია არ უნდა მოარგო საკუთარ სიზარმაცეს და კომფორტს. ისინი გვთავაზობენ სტანდარტს, როდესაც ვერ ცვლი კონსტიტუციას და მზად ხარ, ეს კონსტიტუცია თავზე გადაახიო საზოგადოებას. ჩვენ გვაქვს შემხვედრი წინადადება, რომ ბიკენტიას საქაბაბე დავუქვემდებაროთ „შემოიხედე გენაცვალეს“, – განაცხადა ნადირაშვილმა.

 

 წყარო: "frontnews"/ინგა მურუსიძე

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2712
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია