დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
უკრაინელების მხარდასაჭერი აქცია ქუთაისში
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/12/13 15:27:58

„თავისუფლება უკრაინას“,  „STOP RUSSIA“ – ამ სახელწოდებით უკრაინის ხალხის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა დღეს ქუთაისში, მესხიშვილის თეატრთან. აქციის ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაციის „თავისუფალი ზონა“ ქუთაისის ფილიალის წევრები არიან. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი გმობენ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს და სოლიდარობას უცხადებენ უკრაინელ ხალხს.

„ჩვენი მიზანია, მხარი დავუჭიროთ უკრაინელებს თავისუფლებისთვის ბრძოლაში. უკრაინა არის კარგი მაგალითი საქართველოსთვის. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაშიც შეინიშნება ისეთი ფაქტები, რამაც დღეს უკრაინა მიიყვანა ამ მდგომარეობამდე. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, არ გადაუხვიოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას, რათა საქართველოც არ აღმოჩნდეს უკარაინის მდგომარეობაში,“ –  აღნიშნა „თავისუფალი ზონის“ ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელმა ელისო კეთილაძემ.

 

თეატრის წინ თავისუფალი ზონის წევრებთან ერთად რიგითი მოქალაქეები და ქუათაისის საკრებულოს „ნაციონალი“ დეპუტატი გია გოქაძე იმყოფებოდნენ.

 

„მე ღიად ვაფიქსირებ და ვუჭერ მხარს უკრაინელ ხალხს, რის გამოც, აგერ უკვე ორი კვირაა, საკრებულოს სხდომებს უკრაინის ფერებში გაწყობილი დროშით ვესწრები. მოვუწოდებ ხელისუფლებას, არ გადაიყვანოს ქვეყანა იმ გზიდან, რასაც ევროკავშირი ჰქვია.“ – განაცხადა გია გოქაძემ. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2791
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია