დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სოფლის მეურნეობა
"ნარინჯისფერი რთველი" საქართველოში
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/12/14 18:52:32

ციტრუსის მოსავლის აღებისა და გადამუშავების პროცესს სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია ადგილზე ეცნობა.  გადამამუშავებელი საწარმოების მონახულება მან გურიის რეგიონიდან დაიწყო.


სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ, მინისტრის მოადგილემ დავით ნატროშვილმა და აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაურ ფუტკარაძემ  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მდებარე ციტრუსისა და ხილის გადამამუშავებელისაამქრო დაათვალიერეს  და მანდარინის ჩაბარების პროცესს ადგილზე გაეცნენ.


აღნიშნული საამქრო  შპს ,,სუბტროპიკული ხილის კომპანიამ“ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ,,შეღავათიანი აგრიკრედიტის პროექტის“ საშუალებით შექმნა. კომპანიამ  პროექტის ფარგლებში 420 000 აშშ დოლარის კრედიტი აიღო  (მე-3 კომპონენტში ე.წ. ,,start up”) და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ახალი საწარმო  ააშენა. ამ ეტაპზე საწარმო დღიურად 50 ტონა მანდარინს გადაამუშავებს, თუმცა  დაგეგმილია წარმოების 100 ტონამდე გაზრდა. საწარმო აღჭურვილია სამაცივრე დანადგარებით. ციტრუსისა და ხილის გადამამუშავებელ საამქროში 50 ადგილობრივია დასაქმებული.


,,აღნიშნული საწარმო  თანამედროვე მანქანა-დანადგარებით არის აღჭურვილი. გარდა ამისა, საამქროში მანდარინისპარაფინირებისპროცესი ევროსტანდარტების დაცვით ხორციელდება. აღნიშნული ტექნოლიგიით ნაყოფის დამუშავება, საშუალებას იძლევასაექსპორტოდგამზადებულიციტრუსის   ვარგისიანობაუფროდიდხანს - დაახლოებით 2 თვესშენარჩუნეს“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.


ციტრუსის სეზონიის განმავლობაში, ნატანების ხილისა და ციტრუსის საამქრო 1500 ტონა მანდარინის გადამუშავებას გეგმავს.


დღესვე, სოფლის მეურნეობის მინისტრმა  შალვა ფიფიამ  ქობულეთის ციტრუსის გადამამუშავებელ საწარმოც მოინახულა. ქარხანა სრული დატვირთვით მუშაობს და სავარაუდოდ, წელს  დაგეგმილზე 2-ჯერ მეტი(20 000 ტონამდე) მანდარინის გადამუშავებას შეძლებს. საწარმო ძირითადად არასტანდარტული მანდარინის გადამუშავებაზეა ორიენტირებული.  ქარხანაში 250 ადგილობრივია დასაქმებული.


 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3434
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია