დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ურთიერთბრალდებები
ეწევა თუ არა „ალდაგი ბი სი აი“ საბოტაჟს?
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/12/11 12:20:29

„არ ანდო შენი ჯანმრთელობა „ალდაგს“, „ალდაგი“ – სიცრუის მანქანა“ – ამ სახელწოდების აქცია გამართეს დღეს „ალდაგი ბი სი აი“-ს ქუთაისის ოფისთან შპს ინფექციურ დაავადებათა ცენტრ „მედიქალ სითის“ თანამშრომლებმა და ადმინისტრაციამ.

 

როგორც აქციის მონაწილეები  აცხადებენ, სადაზღვევო კომპანია „ალდაგი ბი სი აი“-მ გუშინ მათ მოთხოვნაზე ცრუ ინფორმაცია გაავრცელა.

 

შეგახსენებთ, რომ „მედიქალ სითის“ მიერ გუშინ გამართული გამაფრთხილებელი აქციის შემდეგ, „ალდაგი ბი სი აი“-ს ცენტრალურ ოფისში განაცხადეს, რომ კონკრეტულად „მედიქალ სითის“ მიმართ „ალდაგის“ რამდენიმეთვიანი დავალიანება იმით არის გამოწვეული, რომ „მედიქალ სითი“ კლინიკაში შესამოწმებლად „ალდაგის“ სარევიზიო სამსახურს არ უშვებს.

 

„ეს არის სიცრუე. რადგან არავის არ შეშლია ხელი ჩვენთან შემოსვლასა და შემოწმების ჩატარებაში. „ალდაგი“ მიზანმიმართულად ახორციელებს საბოტაჟს სახელმწიფოსა და სადაზღვევო პროგრამაში დაზღვეულ ბენეფიციარებს შორის, რადგან მოქალაქეები უკმაყოფილებას სახელმწიფოს მისამართით გამოთქვამენ.“ – აღნიშნა „მედიქალ სითის„ დირექტორის მოადგილემ გია გრძელიძემ.

 

შეგახსენებთ, რომ გია გრძელიძის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „ალდაგი ბი სი აი“-ს „მედიქალ სითის“ 118 ათასლარიანი დავალიანება აქვს, რაც ივნისი-ოქტომბრის გაუცემელ ხელფასებს გულისხმობს. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5109
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია