დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პრემიერმა პირველკურსელებს სტუდენტობა მიულოცა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2017/08/31 20:49:26

პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე იმ აბიტურიენტებს,რომლებმაც უმაღლესში ჩააბარეს,სტუდენტობა მიულოცა.

28 ათასზე მეტი სტუდენტი შეუდგა სწავლას და მინდა ვუსურვო მათ,რომ შეიძინონ ის ცოდნა,უნარჩვევები,რომელიც ჩვენს ქვეყანას და რა თქმა უნდა,მათ გამოადგებათ.

დარწმუნებული ვარ,ჩვენს ქვეყანას გააჩნია ძალიან ნათელი მომავალი.ცხოვრების დინამიკა იზრდება,გამოწვევები პროფესიონალური მომზადების კუთხით საკმაოდ კონკურენტულია და აქედან გამომდინარე გვჭირდება ახალგაზრდობა,რომელიც მომზადებული იქნება ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად.

დარწმუნებული ვარ,რომ ის ადამიანები,რომლებმაც გადალახეს ბარიერები,რაც იყო დაწესებული უმაღლეს სასწავლებლებში ჩასაბარებლად,ამ გამოწვევებს გაუმკლავდებიან.ვინც ვერ მოხვდა,მინდა ვუთხრა,რომ გული არ გაიტეხონ.ცხოვრება არის შესაძლებლობებით სავსე და ასეთი შესაძლებლობები ყოველ წუთს ჩნდებიან ადამიანების წინ.დარწმუნებული ვარ,თითოეულ ახალგაზრდას,რომელიც ვერ გახდა სტუდენტი,ექნება შესაძლებლობა,საკუთარი პოტენციალის რეალიზება მოახდინოს,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

მოამზადა ნატო ყურაშვილმა



'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3262
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია