დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
პროექტები დევნილებისათვის
დევნილი და ადგილობრივი მოსწავლეებისთვის საგრანტო კონკურსი ცხადდება
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/11/09 14:19:40

კონფლიქტით დაზარალებული რეგიონების სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობა ეძლევათ, მცირე გრანტები მოიპოვონ.  სპეციალურად მათთვის საგრანტო პროექტების კონკურსი ცხადდება, რომელშიც მონაწილეობა შეუძლიათ როგორც ეგრეთწოდებულ ბუფერული ზონის, ისე საზღვრისპირა სკოლების მოსწავლეებს შემდეგი სოფლებიდან: შავშვები, ახალდაბა, ზერტი, შინდისი, ტყვიავი, ხიდისთავი, ტირძნისი და მეჯვრისხევი.

 

პროექტის თემატიკაა ჯანსაღი ცხოვრების წესი, ეკოლოგია და სამოქალაქო განათლება. თითოეული პროექტის ბიუჯეტი 400 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. ცენტრიაფხაზეთისდახმარებით, პროექტის სამიზნე სკოლებში რეაბილიტაცია უკვე ჩაუტარდა საკლუბო აუდიტორიებს. სკოლებში შეიქმნა არაფორმალური განათლების - გარემოს დაცვის, სამოქალაქო განათლების, ჯანსაღი ცხოვრების წესის, მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის და ბიოლოგიის - 56 სასკოლო კლუბი.


როგორც საქველმოქმედო–ჰუმანიტარული ცენტრიაფხაზეთისაღმასრულებელი დირექტორი ეკა გვალია აცხადებს, საგრანტო კონკურსში მონაწილეობა სწორედ აღნიშნულ კლუბებს შეუძლიათ.

 

 „პროექტი ხორციელდება აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით. მისი მიზანია კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონში ახალგაზრდების სოციალური ინტეგრაციის მხარდაჭერა, მათი ჩართულობა და ნდობის აღდგენის გაძლიერება. პროექტში ჩართულია 600 იძულებით გადაადგილებული და ადგილობრივი მოსწავლე. მოსწავლეებმა პროექტები სკოლების ადმინისტრაციაში უნდა წარადგინონ.“

 

ცენტრიაფხაზეთიმომავალ კვირას გეგმავს აღნიშნულ სოფლებში ჩასვლას, მოსწავლეებთან შეხვედრას და სასკოლო კლუბებისთვის სხვადასხვა დასახელების ინვენტარის ჩატანას.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2525
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია