დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საჯარო რეესტრმა ლევან გაჩეჩილაძის "მაესტროს" დირექტორად დანიშვნა შეაჩერა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2016/02/10 15:00:27

საჯარო რეესტრმა ლევან გაჩეჩილაძის „მაესტროს“ დირექტორად დანიშვნის საკითხი დროებით შეაჩერა. გადაწყვეტილება უწყების ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ აისახა. მიზეზი ბაია (ეთერ) გადაბაძის მიერ, მანამდე რეესტრისათვის წარდგენილი მოთხოვნაა, რომელშიც იგი ლევან გაჩეჩილაძის დირექტორად დანიშვნის შეჩერებას ითხოვდა.

 

სარეგისტრაციო წარმოების პროცესში დადგინდა, რომ შპსსტუდია მაესტრო“- დირექტორის ეთერ გადაბაძის მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში 2016 წლის 9 თებერვალს  წარმოდგენილია განცხადება აკრძალვის წარმოშობის რეგისტრაციის მოთხოვნით. აღნიშნულ განცხადებას ერთვის საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის გამოყენების შესახებ სასამართლოსთვის მიმართვისა და ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის თანახმად, ეთერ გადაბაძემ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და მოითხოვასარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალოს შპსსტუდია მაესტროს“ 2016 წლის 4 თებერვლის პარტნიორთა რიგგარეშე კრების გადაწყვეტილების რეგისტრაცია საწარმოს დირექტორის თანამდებობიდან ეთერ გადაბაძის გათავისუფლებისა და დირექტორად .გაჩეჩილაძის დანიშვნის ნაწილში 10.02.2016. №102016018183/5 გადაწყვეტილებით აღნიშნულ განცხადებაზე წარმოება შეჩერდა დადგენილი ხარვეზის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტაციის/ინფორმაციის წარმოდგენის მოთხოვნით.

 

საჯარო რეესტრის შესახებსაქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად თუ მოთხოვნილია საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია, ხოლო მისი რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ასევე მოთხოვნილია რეგისტრაცია, რომელიც ეწინააღმდეგება აღნიშნული საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის შინაარსს, ჯერ მიიღება საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციასთან დაკავშირებული შესაბამისი გადაწყვეტილება, ხოლო შემდეგგადაწყვეტილება სარეგისტრაციოდ წარმოდგენილი სხვა უფლების შესახებ.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციასთან დაკავშირებული საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სააგენტო ვერ მიიღებს №B16016986 განცხადებით მოთხოვნილი რეგისტრაციის შესახებ შესაბამის გადაწყვეტილებას“ - ნათქვამია საჯარო რეესტრის განცხადებაში.

 

უწყება დასკვნაში უთითებს, რომ ლევან გაჩეჩილაძის დირექტორად დანიშვნის მოთხოვნის რეგისტრაცია, დროებით შეჩერდა, ვინაიდან იგი ეწინააღმდეგება ბაია გადაბაძის მანამდე წარდგენილ მოთხოვნას.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3073
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია