დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ბიზნესი და კანონმდებლობა
საქართველოში პურის რეალიზაციის სქემის მოწესრიგებას ითხოვენ
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/11/06 04:28:33

 „პურის მრეწველთა კავშირი“ პურის რეალიზაციის სქემის მოწესრიგებას ითხოვს. „პურის მრეწველთა კავშირის“ ხელმძღვანელის, მალხაზ დოლიძის განმარტებით, საქართველოში პურის რეალიზაციის წესები მოწესრიგებული არ არის და ეს მიმართულება მეწარმეებისათვის მეტად პრობლემატურ თემად რჩება.

 

„საქართველოში ეს პრობლემატური საკითხია. ჩვენთან მაღაზიებში არ ხდება, მაგალითად, პურის ღამით მიღება. პურის ნაწილი მაღაზიაში, დაახლოებით 25 % ღამით უნდა შედიოდეს. მერე იქ არის კიდე ცივი და ცხელი პურის პრობლემა. საქართველოში ყველას პური ცხელი უნდა და თუ პური არ გაიყიდება, მაღაზიას სურს, რომ ეს პური შეუცვალო“- განმარტავს მალხაზ დოლიძე.

 

„პურის მრეწველთა კავშირის“ ხელმძღვანელის განმარტებით, მაღაზიებიდან უკან დაბრუნებული პური საწარმოსთვის პრობლემას წარმოადგენს, რადგანაც ასეთი პური საწარმოსთვის ზარალიანია. 

„საწარმოს ამ მიმართულებით დიდი ზარალი აქვს და ეს საქართველოში დიდი პრობლემაა. სხვა ქვეყნებში პურით ვაჭრობა ასე თუ ისე მოწესრიგებულია, ჩვენთან კიდევ ყველაფერი თავის ნებაზეა დამოკიდებული.

 

უკან მობრუნებულ პური, ვცდილობთ, რომ ჩვენ თვითონვე უფრო დაბალ ფასად გავყიდოთ. რადგანაც მისი გადამუშავება უფრო ძვირი გვიჯდება. ჩვენთან ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი ხომ ძვირია და პურის ორცხობილად ან საფანელად ქცევა ძვირი გვიჯდება“- განმარტავს დოლიძე.

 

„პურის მრეწველთა კავშირში“ ამბობენ, რომ საქართველოში მოუგვარებელია სავაჭრო დათმობის თემაც.  მალხაზ დოლიძის განმარტებით, წინა წლებში მაღაზიებს პურზე ფასის მხოლოდ 5 %-ის დამატება შეეძლოთ, თუმც შემდგომ სიტუაცია შეიცვალა.

„ადრე იყო არაუმეტეს 5 %-ისა, თუმცა მას შემდეგ რაც ფასების ლიბერალიზაცია მოხდა, ვისაც რა უნდა იმ ფასს ადებს. მერე არის საუბრები, რომ პური გაძვირდა. მინდა ვთქვა, რომ პურის რეალიზაციისას მაღაზიას უფრო მეტი რჩება ვიდრე თავად მეწარმეს“- აცხადებს „პურის მრეწველთა კავშირის“ წარმომადგენელი.

 

აღსანიშნავია, რომ მალე რუსეთში მაღაზიებს პურისა და პურპროდუქტების ქარხნებისთვის პროდუქციის მიბრუნებას აუკრძალავენ. როგორც დუმაში აცხადებენ, პურპროდუქტების დიდ რაოდენობით დაბრუნების შედეგად, ბევრი მწარმოებელი გაბანკროტების წინაშე აღმოჩნდა.

დეპუტატები აცხადებენ, რომ დაბრუნებული პროდუქციის მოცულობამ მხოლოდ 5%-ი უნდა შეაგინოს. ექსპორტიორების  ნაწილი კი მიჩნევს, რომ „ძველი“ პური ფასდაკლებით უნდა გაიყიდოს.

ამჟამად დაბრუნების მაჩვენებელი ქსელიდან ათეულობით ტონას შეადგენს და პროცენტულად 8-დან 20%-მდეა, აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში. 

 წყარო: "ბიპიაი"

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2958
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია