დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
არჩევნების დღის მეორე ნახევარი, პირველთან შედარებით, უფრო მეტი დაძაბულობით გამოირჩეოდა
2020/10/31 22:07:00

საერთაშორისო გამჭვირვალობასაქართველოსდაკვირვებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები დღის მეორე ნახევარი, პირველთან შედარებით, უფრო მეტი დაძაბულობით გამოირჩეოდა. ზოგიერთი უბნის გარეთ დაფიქსირდა ფიზიკური დაპირისპირებების ფაქტები. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია გლდანის, მარნეულის და ზუგდიდის საარჩევნო ოლქები. საარჩევნო უბნების გარეთ ხდებოდა კოორდინატორების და აქტივისტების მობილიზება, რაც ხშირ შემთხვევაში დაძაბულობის საფუძველი ხდებოდა.

 

დღის განმავლობაში ადგილი ჰქონდა დამკვირვებლებისთვის ხელის შეშლის ჟურნალისტებზე ფიზიკური თავდასხმისა და მათი ქონების დაზიანების, ასევე, მათთვის პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლის შემთხვევებსრეგიონებში საარჩევნო უბნებზე ხშირი იყო კენჭისყრის ფარულობის დარღვევის ფაქტები. ცალკეულ შემთხვევებში საარჩევნო უბნებზე იმყოფებოდნენ არაუფლებამოსილი პირები. მედია საშუალებების მიერ ვრცელდებოდა კადრები, სადაც სავარაუდოდ ამომრჩევლის მოსყიდვა იყო აღბეჭდილი. უბნების უმრავლესობაში იკვეთებოდა კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებული უსაფრთხოების  წესების დარღვევა. ხშირ შემთხვევაში ამომრჩევლებს არ სთხოვდნენ პირბადის დროებით მოხსნას მათი იდენტიფიცირების მიზნით.

 

მთლიანობაში ჩვენ მიერ დაფიქსირდა 150-მდე წვრილი და შედარებით სერიოზული დარღვევა. ჩვენმა დამკვირვებლებმა დაწერეს 35 საჩივარი.

 

მნიშვნელოვანი დარღვევებიდან აღსანიშნავია შემდეგი ფაქტები:

ფიზიკური დაპირისპირება და ჟურნალისტის საქმიანობისთვის ხელის შეშლაჟურნალისტზე თავდასხმა

 

გლდანის #39 საჯარო სკოლასთან, სადაც 3 საარჩევნო უბანია განლაგებული, შენობის მიმდებარედ სხვადასხვა პარტიის აქტივისტებს შორის მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებისას დაზიანდა ტვ პირველის ჟურნალისტი ანა ახალაია. ასევე, ონლაინ მედიაპუბლიკასჟურნალისტს მინდია გაბაძეს, რომელიც ადგილზე შექმნილ სიტუაციას მობილურით იღებდა, ფეხი ჩაარტყეს, ხელიდან მობილური გააგდებინეს და დაუზიანეს. აღსანიშნავია, რომ ამ სკოლასთან დღის განმავლობაში ფიზიკური დაპირისპირების რამდენიმე ეპიზოდი მოხდა და პოლიციამ 5 პირი დააკავა.

 

ქუთაისის მერის არჩევნებშილეიბორისტული პარტიისკანდიდატმა ირაკლი კიკვაძემ განაცხადა, რომ იგი ცემეს #23.59.37 უბნის გარეთ.

 

ზუგდიდის #27.67.05 უბანზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში სიტყვიერი დაპირისპირება მიმდინარეობდა, რამაც კენჭისყრის პროცესი შეაფერხა.

ერთი და იმავე პირის მიერ ხმის მიცემა რამდენიმეჯერ

 

მარნეულის #13.22.65 უბანზე ჩვენმა დამკვირვებელმა დააფიქსირა პირი, რომელმაც სულ მცირე ათჯერ მისცა ხმა, მათ შორის სამჯერ მოხერხდა მისი ქმედებების ვიდეო ჩანაწერით დაფიქსირება (ვიდეო #1, 2, 3).

ამორჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

 

მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა წყაროს მიერ ვრცელდებოდა ინფორმაცია საარჩევნო უბნის გარეთ ადამიანებისთვის თანხის გადაცემის შესახებ. გარდა ამისა, ტელეკომპანიაფორმულამგაავრცელა სიუჟეტი ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის შესახებ. კერძოდ, ჟურნალისტი ურეკავდა ცალკეულ პირებს, რომლებიც ადასტურებდნენ, რომ მათი ხმის სანაცვლოდ მიიღეს გარკვეული თანხა.

დამკვირვებლების საქმიანობისთვის ხელის შეშლა

 

რუსთავის #12.20.16 უბანთან ჩვენს დამკვირვებელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ხუთამდე პირმა და გაიქცა. შემთხვევის შესახებ ვაცნობეთ პოლიციას.

 

გურჯაანის #09.12.15 უბნიდან გამოაძევეს ჩვენი ორგანიზაციის დამკვირვებელი მას შემდეგ, რაც მან დააფიქსირა, რომ ერთ-ერთი პირი ამომრჩეველს მიყვებოდა საარჩევნო კაბინაში. გარდა ამისა, გურჯაანის #09.12.01 და ფოთის #26.70.17 უბნებიდან სცადეს ჩვენი დამკვირვებლების გამოძევება, თუმცა შემდეგ შეცვალეს გადაწყვეტილება.

 

ხელვაჩაურის #30.83.13 უბანზე ჩვენი მობილური დამკვირვებელი არ შეუშვეს, ვინაიდან მან უბნის გარეთ ფოტოები გადაიღო, რამაც კომისიის წევრების გაღიზიანება გამოიწვია.

 

მარნეულის #13.23.13 დამკვირვებელი არასწორად გააძევეს უბნიდან, ის იღებდა კაბინას გარედან, რადგან 3 ამომრჩეველი იყო ერთდროულად შესული კაბინაში.

კენჭისყრის ფარულობის დარღვევა (გახსნილი ბიულეტინები და კამერები კაბინასთან ახლოს)

 

ადგილი ჰქონდა კენჭისყრის ფარულობის დარღვევის შემთხვევებს. კერძოდ, გორის #15.32.03, ახალციხის #17.37.04 უბნებზე საარჩევნო კაბინიდან გამოსული ამომრჩეველი ბიულეტენს აჩვენებდა იქვე მდგომ პირებს. მათ შორის აღსანიშნავია ახალციხის შემთხვევა, სადაც საარჩევნო ყუთის მეთვალყურე ყველა ამომრჩეველს სთხოვდა ეჩვენებინა ბიულეტენები, რითაც ხშირად ირღვეოდა კენჭისყრის ფარულობა. რამდენიმე უბანზე სტაციონარული ვიდეო კამერები ძალიან ახლოს იდგა საარჩევნო კაბინებთან, რითაც ამომრჩევლის ნების კონტროლის საფრთხე იქმნებოდა. ასეთი უბნებია, დუშეთის #11.28.37, გორის #15.32.28

 

გორის #15.32.67 უბანზე სტაციონარული ვიდეო კამერები ძალიან ახლოს იდგა საარჩევნო კაბინებთან, რითაც ამომრჩევლის ნების კონტროლის საფრთხე იქმნებოდა.

 

დმანისი #14.24.19 კაბინიდან გამოსულმა ამომრჩეველმა აჩვენა შემოხაზული ბიულეტენი

 

თელავის #10.17.39 უბანზე რამდენიმე ადამიანი მიყვებოდა ამომრჩეველს კაბინაში, რაზეც არ რეაგირებდა თავმჯდომარე.

 

გარდაბნის #13.21.58 ერთ-ერთი დამკვირვებელი კაბინაში შეყვა ამომრჩეველს და დაეხმარე ბიულეტის შევსებაში

 

ახალქალაქის #18.40.35 უბანზე კომისიის ორმა წევრმა ხმის მიცემის შემდეგ საკუთარ ბიულეტენს კონვერტში ჩადებამდე გადაუღო ფოტო.

 

ადიგენის #17.38.12 უბანზე დაფიქსირდა რამდენიმე ფაქტი, როდესაც ამომრჩევლები ერთმანეთის კაბინებში გადადიოდნენ და შემოხაზულ ბიულეტენს სხვებს აჩვენებდნენ.

 

გლდანის #08.10.108 უბანზე სპეციალურ სიაში რეგისტრირებულ ისეთ ამომრჩეველს, რომელსაც მხოლოდ პროპორციულ არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჰქონდა, მაჟორიტარულ არჩვენებშიც მიაღებინეს მონაწილეობა.

 

მცხეთის #11.27.43 უბანზე დაფიქსირდა ორი ფაქტი, როდესაც ამორჩეველმა საკუთარ შევსებულ ბიულეტენს ფოტო გადაუღო.

 

მარნეულის #13.23.13 უბანზე ერთ-ერთ ამომრჩეველს კენჭისყრის კაბინაში კომისიის ორი წევრი შეყვა და მასზე ზეწოლას ახდენდა.

 

ახალქალაქის #18.40.35 უბანზე ერთ-ერთ ამომრჩეველს, რომელსაც არ ესაჭიროებოდა დახმარება, კენჭისყრის კაბინაში შეყვა სხვა ამომრჩეველი, რომელსაც პირბადე არ ეკეთა. პირბადის გარეშე ამ უბანზე სხვა პირების გადაადგილდებოდნენ.

 

საქართველოს სახალხო დამცველისნინო ლომჯარიას განცხადებით, მისი აპარატის თანამშრომლებს N15 პენიტენციურ დაწესებულებაში ხმის მიცემის პროცესის დაკვირვებისა და პატიმრებთან გასაუბრების შესაძლებლობა არ მიეცათ.

წილისყრის პროცედურის დარღვევა

 

მარნეულის #13.22.85, დმანისის #14.24.46, ვაკის #02.02.31  უბნებზე კომისიის წევრების ფუნქციების გასანაწილებლად საჭირო წილისყრა საერთოდ არ ჩატარდა, ან ჩატარდა, მაგრამ წესების დარღვევით.

მოსული ამომრჩევლის აღრიცხვა კენჭისყრის შენობაში

 

ტენდენციის სახე ჰქონდა მედია ორგანიზაციანიუპოსტისწარმომადგენლების მიერ საარჩევნო უბნის შიგნით ყველა ამომრჩევლისთვის ფოტოს გადაღებას და სპეციალური პროგრამის მეშვეობით მათ გაგზავნას.

 

გურჯაანის #09.12.02 უბანზე ერთ-ერთი რეგისტრატორი დამკვირვებელს სისტემატურად კარნახობდა მოსული ამომრჩევლის სახელს, გვარსა და პირად ნომერს.

საარჩევნო უბნების დაგვიანებით გახსნა

 

ნაძალადევის #06.07.07, ქუთაისის #23.59.122 და ბათუმის #28.79.14 და წყალტუბოს #22.58.30 უბნები დაგვიანებით გაიხსნა.

არაუფლებამოსილი პირების უბანზე ან უბნის სიახლოვეს ყოფნა

 

დილას გარდაბნის #12.21.14 საარჩევნო უბანზე იმყოფებოდნენ პირები სამკერდე ნიშნის გარეშე, რომლებიც აგრესიულობით გამოირჩეოდნენ და შუბლის გახვრეტით დაემუქრნენ ჩვენს დამკვირვებელს, რაზეც კომისიის თავმჯდომარე არ რეაგირებდა. მოგვიანებით ამ პირებმა გაიკეთეს სამკერდე ნიშნები. ამ შემთხვევის შესახებ ვაცნობეთ პოლიციას, რომელმაც დაიწყო საკითხის შესწავლა.

 

ახალციხის #17.37.29 უბანზე ორგანიზაციამწვანე დედამიწისდამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა ახალციხის საკრებულოს წევრი ამბარცუმ ბაბოიანი.

 

ლანჩხუთის #24.16.31 უბანზე რამდენიმე საათის განმავლობაშიქართული ოცნებისორი წარმომადგენელი ერთდროულად იმყოფებოდა უბანზე.

კოვიდუსაფრთხოების ნორმების დარღვევა

 

მთელი ქვეყნის მასშტაბით ტენდენციის სახე ჰქონდაკოვიდინფექციისგავრცელების საწინააღმდეგოდ მიღებული ნორმების დარღვევას. ბევრ უბანზე კომისიის წევრებს არ ეკეთათ დამცავი ფარი, ხშირ შემთხვევაში ვერ ხდებოდა დისტანციის დაცვა, ირღვეოდა პირბადის ტარების წესები.

 

რუსთავის #12.20.08 უბანზე ნაკადის მომწესრიგებელი ვერ აკონტროლებს რიგს, უბანზე მოქალაქეები ვერ იცავენ დისტანციას.

საჩივრის ჩაბარებესთან დაკავშირებული პრობლემები

 

დმანისის #14.24.46 უბანზე კომისიის მდივანი არ იბარებდა ჩვენი დამკვირვებლის საჩივარს. საოლქო საარჩევნო კომისიის ჩარევის შემდეგ, პრობლემა აღმოიფხვრა.

 

თბილიში #06.07. 04 არ დაარეგისტრირეს ჩვენი დამკვირვებლის მიერ დაწერილი საჩივარი.

მარკირების წესების დარღვევა

 

დუშეთის #11.28.01 და ახმეტის #10.18.04 უბნებზე ადგილი ქონდა მარკირების გარეშე ხმის მიცემას.

 

რუსთავის #12.20.66 უბანზე ისეთ ამომრჩეველს მიაცემინეს ხმა, რომელსაც აღენიშნებოდა მარკირება.

 

გლდანის #08.10.30 უბანზე ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრი მისთვის ნაცნობ ამომრჩევლებს არ ამოწმებდა პირადობებს და მარკირებას.

 

ისანში #04.05.28 უბანზე მინიმუმ 5 ამომრჩეველს მარკირების გარეშე მიაცემინეს ხმა.

აგიტაცია საარჩევნო უბანზე

 

თეთრიწყაროს #14.26.10 უბანზე დაფიქსირდა აგიტაციის შემთხვევა.

პირადობის მოწმობის გარეშე ხმის მიცემა

 

წალენჯიხის #25.68.11 და გლდანის #08.10.37 უბნებზე ამომრჩეველს პირადობის მოწმობის გარეშე მიაცემინეს ხმა.

გადასატან ყუთთთან დაკავშირებით არსებული პრობლემები

 

წყალტუბოს #22.58.29 უბნის გადასატანი ყუთის სია შევსებული იყო პირადი ნომრების გარეშე. რამდენიმე შემთხვევაში კი კომისიის წევრებმა პირადი ნომერი შეავსო გადასატანი ყუთის უკან დაბრუნების შემდეგ.

 

გარდაბნის #13.21.21 უბნის გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში რეგისტრირებულმა პირმა საარჩევნო უბანზეც მისცა ხმა და გადასატანი ყუთითაც.

 

ქუთაისის 23.59.55 გადასატანი ყუთის ლუქის მთლიანობა დარღვეულია, ველოდებით ხმის დათვლის დროს რა რეაგირება იქნება და იმის მიხედვით ვიმოქმედებთ.


 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 539
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია