დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ევროკავშირი საქართველოში პროფესიულ განათლებას დააფინანსებს
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2013/10/24 12:16:06

საქართველოს მთავრობა პროფესიული განვითარებისათვის ევროკავშირისგან ოთხი წლის განმავლობაში 27 მილიონ ევროს ოდენობით ტექნიკურ და საბიუჯეტო დახმარებას მიიღებს.

 

ახლადშემუშავებული პროგრამის საფუძველზე, აღნიშნული თანხა საქართველოს ბიუჯეტში პოფესიული განათლების შრომის ბაზართან დაახლოებისა და კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებლის გაზრდის მიზნით გადმოირიცხება.


„განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ევროკავშირთან მიმართებაში ბევრი შეუსრულებელი ვალდებულება დახვდა, რის გამოც ბიუჯეტი მილიონ ევროზე მეტს კარგავდა, რადგან ეს თანხა არკვეული ვალდებულებების შესრულების სანაცვლოდ უნდა მიეღო საქართველოს. ჩვენ მოვითხოვეთ დამატებითი პერიოდი, რომლის ფარგლებში ყველა მოთხოვნა დავაკმაყოფილეთ, შევასრულეთ ვალდებულებები და წელს ამ თანხის მიღებას საფრთხე აღარ ემუქრება, ეს თანხები ბიუჯეტში წამოვა, რაც თანამედროვე და პროფესიული განათლების ჩამოყალიბებაში დაგვეხმარება,“ - განაცხადა განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ.

 

მინისტრის თქმით, კერძო და საჯარო კოლეჯების ხარისხი თანაბარი უნდა იყოს და მათი დაფინანსების მექანიზმი სამომავლოდ განიხილება.

 


 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2759
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია