დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის გასამწვანებლად ახალგაზრდული კამპანია დაიწყო
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2013/10/23 18:18:31

ქუთაისის ახალგაზდრული ცენტრის წევრებმა დღეს ქალაქის გამწვანების საინფორმაციო კამპანია დაიწყეს. პლაკატებით შემოიარეს ქუთაისის ქუჩები. მოსახლეობას მოუწოდეს, გაამწვანონ თავიანთი სახლების მიმდებარე ტერიტორიები და ამით  წვლილი შეიტანონ ქალაქის ეკოლოგიური გარემოს გადარჩენაში.

ახალგაზრდული ცენტრის წევრები 5 დღის განმავლობაში დავით და კონსტანტინეს ქუჩას გაამწვანებენ.

 „ ქალაქის  კეთილმოწყობის სამსახურთან და ბოტანიკურ ბაღთან თანამშრომლობით, მოგვეცა საშუალება, რომ გავამწვანოთ დავით და კონსტანტინეს ქუჩა. დღეს, შემოვივლით ქალაქს და მოვუწოდებთ ქუთაისელებს, შემოგვიერთდნენ და ერთად გავამწვანოთ ჩვენი ქალაქი“-განაცხადა ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელმა ეკა არველაძემ.

 

აღნიშნული ახალგაზრდული ცენტრი დაფუძნებულია  პროექტის „ ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში“-ს ბაზაზე, რომელსაც საქართველოს გაეროს ასოციაცია  ახორციელებს . პროექტის ფინანსური მხარდამჭერი არის  USAID, ხოლო, იმერეთის რეგიონში პროექტს ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ეროვნული ცენტრი ახორციელებს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3104
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია