დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის #15 საჯარო სკოლის პედაგოგი შიმშილობის დაწყებით იმუქრება
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/10/17 14:02:59

ქუთაისის N 15 საჯარო სკოლის მასწავლებელსა და სკოლის დირექტორს შორის დაპირისპირება კვლავ გრძელდება. სერთიფიცირებული მასწავლებელი მარინე მიქაბერიძე სკოლის დირექტორს ლია კუხიანიძეს პიროვნულ დისკრედიტაციაში ადანაშაულებს. როგორც მიქაბერიძემ გაზეთ "p.s."-სთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა  დირექტორმა, მას საგნობრივი საათები და სადამრიგებლო კლასი უკანონოდ ჩამოართვა.

მიქაბერიძემ საქმის შესასწავლად განათლების სამინისტროს მიმართა, თუმცა, სამინისტრომ მიქაბერიძის განცხადება ჩამოწერა.

მარინე მიქაბერიძე სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით დღეს 15:00საათზე ქუთაისის განათლების რესურს ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს ანა ლეჟავას განცხადებით მიმართა და საქმის შესწავლაში განათლების სამინისტროს ჩართვა ითხოვა.

"ლია კუხიანიძე არ აპირებს ჩემთვის საათების მომატებას, პირიქით, ჩემი აქტიურობის გამო საყვედურებს მიგზავნის სახლში. არ ვაპირებ უკან დავიხიო და ეს კარგად იცის კუხიანიძემ. ამიტომ, ყველანაირი მეთოდით ცდილობს ჩემს გაღიზიანებას. თუკი დღევანდელმა ბრიფინგმა შედეგი არ გამოიღო, ორშაბათიდან ჩემს 4 წლის შვილთან ერთად შიმშილობას დავიწყებ. თუმცა, ერთი წელიწადია უკვე კუხიანიძის წყალობით  ვშიმშილობ, რადგან მასწავლებელი, რომელიც 2 საათზეა დარჩენილი და 55 ლარს იღებს ხელფასს შიმშილისთვის არის განწირული."

ქუთაისის რესურსცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა კონემტარი არ გააკეთა, თუმცა, დაადასტურა, რომ სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს შორის არსებული დავის შესახებ ინფორმაციას ფლობს. ასევე, აღნიშნა, რომ მიქაბერიძის განცხადებას გაცნობის შემდეგ განათლების სამინისტროს გადაუგზავნის.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2514
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2022 საავტორო უფლებები დაცულია