დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რეგისტრაციიდან მოხსნილმა 2053-მა მოქალაქემ პირადობის მოწმობა უფასოდ მიიღო
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/09/13 14:32:26

სერვისების განვითარების სააგენტო საარჩევნო სიის ფორმირებაზე მუშაობას განაგრძობს.

იუსტიციის სახლშიდღესმ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან მოხსნილი მოქალაქეებისთვის მიმდინარეაქციის შედეგებსა და პირობებზე სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან სამადაშვილმა განცხადება გააკეთა.

 

აღსანიშნავიარომ აქციის ფარგლებში ყველაზე მეტი მოქალაქე თბილისისქუთაისისგორის, ბათუმისა და მარნეულის  იუსტიციის სახლებში გამოცხადდა.

საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან მოხსნილი მოქალაქე თუ ახალ მისამართზე 10 ოქტომბრის ჩათვლითდარეგისტრირდებაპირადობის ახალ მოწმობას უფასოდ მიიღებსრეგისტრაციის წესის დარღვევისთვის ჯარიმისგანგათავისუფლდება და საარჩევნო სიაში იქნება შეყვანილი.

 

მოქალაქემ შესაძლოაარ იცოდესრომ მოხსნილია რეგისტრაციიდანაღნიშნულის გადამოწმება ნებისმიერ პირს შეუძლიასერვისების განვითარების სააგენტოსა (www.sda.gov.ge ) და იუსტიიის სახლის (www.house.gov.ge ) ვებგვერდებზეასევე, skype-მისამართზე (sda.geდა ტელეფონის ნომერზე − 240 10 10.

აქციის მიზანიასაქართველოს ჰქონდეს ზუსტი საარჩევნო სიააქციის  შედეგადდადგინდებარეალურად არსებობენ თუ არა.რეგისტრაციიდან მოხსნილი პირები და მათი რეგისტრაცია მოხდება თავიდანახალი მისამართის მიხედვითსერვისებისგანვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციიდან მოხსნილია 98 000-მდე პირირომელთაც შეუძლიათ ამ აქციითსარგებლობა.

 

პირი რეგისტრაციიდან იხსნება შემდეგ შემთხვევებში: 

·         ფიზიკური პირის განცხადების საფუძველზერომელიც დაადასტურებსრომ რეგისტრაციიდან მოსახსნელი პირი ბოლო 6 თვისგანმავლობაში კონკრეტულ მისამართზე არ ცხოვრობს

·         საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ბინის ახალი მფლობელი საკუთრების რეგისტრაციისას მოითხოვს ფართის ძველიმესაკუთრისა და აღნიშნულ მისამართზე დაფიქსირებული პირების რეგისტრაციიდან მოხსნას

·         რაც შეეხება ახალ მისამართზე რეგისტრაციის გავლასმსურველებს შეუძლიათგანაცხადი წარადგინონ სერვისების განვითარებისსააგენტოს ფილიალებსა და იუსტიციის სახლებში.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2698
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია