დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ხალხი და ხელისუფლება
„ვეღარ ვხვდები, ქუთაისელი ვარ თუ თბილისელი“
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2013/10/04 21:14:00

დღეს ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში  ფრაქციაქართული ოცნების’’ თავმჯდომარე ზაქარია ქუცნაშვილი ქუთაისის სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა ხელისუფლების მუშაობის 10 თვიანი ანგარიში ჩააბარა. ისაუბრა  ქუთაისის განვითარების პერსპექტივასა და სამოქალაქო სექტორის როლზე,  ბოლო პერიოდში ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე.

შეხვედრის მსვლელობისას ქუცნაშვილმა სამ  პრიორიტეტულ საკითხზე გაამახვილა ყურადღება, ესენია: სოფლის მეურნეობა, განათლება და ჯანმრთელობის დაცვა. მისი განცხადებით, ამ სფეროების განვითარება მომავალ წელს მათი ხელისუფლების  ძირითადი საზრუნავი იქნება, „თუმცა, ეს არ ნიშნავს  სხვა დარგების უარყოფას. არ არსებობს მეორეხარისხოვანი დარგი, ყველა მნიშვნელოვანია, მაგრამ აღნიშნული დარგების განვითარება ჩვენი ხელისუფლები ძირითადი სამოქმედო გეგმა იქნება".
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.ისაუბრეს  საქართველოში მიმდინარე პროგრესულ პროცესებზე, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე, სამოქალაქო სექტორის ცნობიერების ამაღლებაზე ქვეყანაში მიმდინარე ცვლილებებთან დაკავშირებით.

ქუთაისს ყოველთვის გამორჩეული საზოგადოება ჰყავდა და დღეს ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდიმიხარია, რომ ქუთაისის საზოგადოება სწორად აღიქვამს მოვლენებს და სწორად სვამენ ლოგიკურ შეკითხვებს, რაც მთავარია, მათში სერიოზულად არის უკეთესი მომავლის იმედი ჩასახული. ქუთაისს ყოველთვის განსაკუთრებული როლი ჰქონდა ქვეყნის კულტურულ და საგანმანათლებლო განვითარებაში. გვსურს, რომ მ ქალაქმა დაიბრუნოს არა მარტო ეს მისია, არამედ გადამწყვეტი როლი იქონიოს ქვეყნის პოლიტიკურ განვითარებაში. ეს ასეც იქნება. სიმართლე გითხრათ, ვეღარ ვხვდები თბილისელი ვარ თუ ქუთაისელი, იმდენად შემიყვარდა ეს ქალაქი. ვპირდები, რომ ჩვენი და პირადად ჩემი თანადგომა არასდროს მოაკლდება ამ უძველეს და საყვარელ ქალაქს,’’- განაცხადა ქუცნაშვილმა.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2539
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია