ქუთაისის მერიამ პოლონეთის დაძმობილებულ ქალაქ პოზნანის დელეგაციას უმასპინძლა. პოლონურ დელეგაციას ქალაქის მერი რიშარდ გრობერნი მეთაურობდა . ქუთაისი და პოზნანი დაძმობილებული ქალაქები წელს 2009 გახდნენ. ორ ქალაქს შორის 4 წლის განმავლობაში 20-ზე მეტი ერთობლივი პროექტი განხორციელდა. რომელთაგანაც უმთავრესი ქუთაისის მერიაში დასაქმებული საჯარო მოხელეების კვალიფიკაციის ამაღლების პროექტი იყო.
"ქუთაისს 17 დამეგობრებული ქალაქი ჰყავს, მათ შორის აქტიური თანმაშრომლობა პოზნანთან გვაქვს. აღსანიშნავია, რომ განხორციელებულ პროექტთა უმეტესობა პოლონეთის 100 პროცენტიანი დაფინანსებით ხორციელდება. მიმდინარე ვიზიტის მიზანს ქუთაისში არსებული ბიზნეს გარემოს და მომავალი ინვესტირების პერსპექტივების შესწავლა წარმოადგენს"-აღნიშნა ვიცე-მერმა თენგიზ თოფურიძემ.
პოლონეთის დელეგაციის ვიზიტი 14 სექტემბრამდე გაგრძელდება.