დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში კრუკოვსკის პოლონურ-ქართული ინტერდისციპლინარული კვლევითი ცენტრი გაიხსნა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2018/04/17 19:28:47

 აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში კრუკოვსკის პოლონურ-ქართული ინტერდისციპლინარული კვლევითი ცენტრი გაიხსნა.


ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე, ქართულ-პოლონური საპარლამენტო ჯგუფის თანათავმჯდომარე მალგორზატა გოსიევსკა, საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მარიუშ მაშკიევიჩი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით კულტურისა და სპორტის მინისტრმა განაცხადა: „დღეს უმნიშვნელოვანესი დღეა. მიხარია, რომ ქუთაისის უნივერსიტეტში იხსნება ქართულ_პოლონური ინტერდისციპლანური კვლევითი ცენტრი, ბევრი საინტერესო, კვლევითი გეგმები აქვს ამ ცენტრს, ერთობლივი კვლევები,რომელიც შარშან დაიწყო ,ჩვენ მოგვცემს საშუალებას მომავალში განვსაზღვროთ ქუთაისის ძველი კოლხური კულტურული ლანდშაფტი,სწორედ პოლონელი ექსპერტების დახმარებით დაიწყება მუშაობა მისი უკვე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში წარსადგენად.

 

მულტიდისციპლინარული კვლევითი ცენტრის გახსნის საფუძველი გახდა 2017 წლის ზაფხულში ვარშავის უნივერსიტეტსა და ეროვნულ სააგენტოს შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმი, რამაც ახალ საფეხურზე აიყვანა არქეოლოგიური კვლევის მიმართულებით პოლონეთის მხარესთან უკვე არსებული თანამშრომლობა.პოლონეთი პირველი ქვეყანაა, რომელიც მუდმივმოქმედი არქეოლოგიური მისიით იქნება წარმოდგენილი საქართველოში.

 

ცენტრს ცნობილი პოლონელი არქეოლოგის, სტეფან კრუკოვსკის  სახელი მიენიჭა, რომელსაც დიდი ღვაწლი მიუძღვის პალეოლითის ხანის საქართველოს შესწავლაში  (ჭიათურის მახლობლად, გამოქვაბულში, მან პირველმა აღმოაჩინა უძველესი ადამიანის კვალი). 


კრუკოვსკის სახელობის მულტიდისციპლინარული კვლევითი ცენტრის პრიორიტეტს, ამ ეტაპზე,   ქუთაისის ძველი კოლხური კულტურული ლანდშაფტის კვლევა წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც ქართულ-პოლონური არქეოლოგიური ექსპედიციის პირველადი სამუშაოები 2017 წელს დაიწყო.


აღნიშნული კვლევები საფუძველს ქმნიან მომავალ წლებში  განისაზღვროს ქუთაისის ძველი კოლხური კულტურული ლანდშაფტის ზოგადსაკაცობრიო ღირებულება და პოლონელი ექსპერტების დახმარებით დაიწყოს მუშაობა მისი მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში წარსადგენად.


 

ბოლო წლებში, პოლონეთის მხარესთან კულტურული მემკვიდრეობისა და განათლების სფეროში გააქტიურებული ურთიერთობების ფონზე, განსაკუთრებით ღრმავდება ინსტიტუციებს შორის თანამშრომლობა, რაც მეტ პერსპექტივებს და შესაძლებლობებს ქმნის  საერთო მემკვიდრეობის შენარჩუნების, ახალგაზრდა სპეციალისტების პროფესიული ზრდისა და ხალხებს შორის ურთიერობების გასაღრმავებლად.


ლიკა კაკუშაძე

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1435
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია