დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ხათუნა კალმახელიძემ სტუდენტებს 10-პუნქტიანი სტრატეგიული გეგმა გააცნო
2011/11/28 12:30:52

21 ნოემბერს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრხათუნა კალმახელიძე ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა და მათ საქართველოს მთავრობის 10 პუნქტიანი სტრატეგიული გეგმა გააცნო.

 

 

ხათუნა კალმახელიძე: „უამრავი რეფორმა გატარდა ამ თვალსაზრისით. ჩვენ ამ შედეგებით არ ვკმაყოფილდებით, რადგან ვიცით, რომ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია. სასჯელაღსრულების სისტემაში დაინერგა პროფესიული განათლება, მიმდინარეობს მსჯავრდებულთა განათლება და მათი დასაქმება, რომ მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა მოერგონ შრომის ბაზარს და სასჯელაღსრულების სისტემიდან არჩინონ თავიანთი ოჯახის წევრები.“

10-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში, მან ასევე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელ სიახლეებზე, მიმდინარე პროექტებსა და გეგმებზე ისაუბრა:

„10-პუნქტიანი გეგმა მიზნად ისახავს სამუშაო ადგილების შექმნას და ეკონომიკურ განვითარებას. სამინისტრო, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს  მსჯავრდებულთა პროფესიულ განათლებას, დასაქმებას და მათ შრომის ბაზარზე მორგებას. ამ მიზნით, თავისუფლების აღკვეთის რამდენიმე დაწესებულებაში უკვე ამოქმედდა საგანმანათლებლო სახლები, სადაც შრომის ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების შესწავლა მიმდინარეობს. აგრეთვე აქტიურად მიმდინარეობს პრობაციონერთა სარეაბილიტაციო და დასაქმების ღონისძიებები“.

მინისტრის თქმით, უახლოესი პერიოდი იქნება პენიტენციური ჯანდაცვის სერვისის ხელმისაწვდომობის და ხარისხის გაზრდის ხანა - იმისათვის, რომ 2013 წლისთვის პენიტენციური ჯანდაცვა გაუთანაბრდეს სამოქალაქო სექტორში არსებულ ჯანდაცვის ხარისხს.10-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში სამინისტრო ხელს შეუწყობს მოსახლეობისთვის უფასო იურიდიული დახმარების სერვისების გაზრდას.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1447
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია