„ჩვენ ვსვავთ კითხვებს, რომლებიც საზოგადოებას აინტერესებს, შესაბამისად ზეწოლა და მუქარა ჟურნალისტებზე, ნიშნავს ზეწოლას საზოგადოებაზე“-აღნიშნეს ქუთაისელმა ჟურნალისტებმა, რომლებმაც დღეს აჭარელი კოლეგის TV 25-ის ჟურნალისტის ჯაბა ანანიძის მხარდასაჭერად სოლიდარობის აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეების განცხადებით, სამწუხაროა, რომ დღევანდელ რეალობაში კვლავ ხდება ჟურნალისტებზე ზეწოლა და ხელისუფლება პრობლემის მოსაგვარებლად არაფერს აკეთებს.
ჟურნალისტები მოუწოდებენ სამართალდამცავ ორგანოებს დაინტერესდნენ აჭარაში მომხდარი ფაქტი.
შეგახსენებთ, რომ TV- 25-ის ჟურნალისტზე ჯაბა ანანიძეზე ტელევიზიის ეთერში გასული სიუჟეტის, გამო აჭარის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლის მედეა ვასაძის მხრიდან ზეწოლა განხორციელდა.